რა არის თვალების სიმშრალე?
მშრალი თვალის დაავადება გავრცელებული მდგომარეობაა. ამ პათოლოგიის მიზეზია ის, რომ ცრემლი სათანადოდ ვერ ატენიანებს თვალს.
მკურნალობისთვის მოწოდებულია ცხოვრების წესის ცვლილება და თვალის წვეთები.
როგორც წესი, ვლინდება შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
- თვალებში წვის, ჩხვლეტის, ფხაჭვნის შეგრძნება;
- ბლანტი ლორწო თვალების გარშემო;
- სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- თვალების სიწითლე;
- შეგრძნება თითქოს თვალში რაღაც გაქვთ;
- გიჭირთ კონტაქტური ლინზების გამოყენება;
- გიჭირთ ღამით ავტომობილის მართვა;
- ცრემლდენა;
- ბუნდოვანი მხედველობა ან თვალების დაღლილობა.
თვალების სიმშრალეს სხვადასხვა მიზეზი იწვევს.
ცრემლი ზრუნავს თვალების ზედაპირის სისუფთავესა და სიგლუვეზე, გიცავთ ინფექციებისგან, თუმცა ჰორმონული ცვლილებების, ავტოიმუნური დაავადების, ქუთუთოს ანთებითი ჯირკვლის ან თვალის ალერგიული პათოლოგიების გამო საკმარისი რაოდენობის ცრემლი არ წარმოიქმნება.
რისკ-ფაქტორებია:
- ასაკი (თვალების სიმშრალე ხშირია 50 წელს გადაცილებულ პირებში);
- სქესი (ქალები უფრო ხშირად ავადობენ, მაგალითად, ორსულობისას ჰორმონული ცვლილებების ფონზე, მენოპაუზის ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების გამო);
- რაციონი, რომელიც არ შედგება A ვიტამინით მდიდარი პროდუქტებისგან;
- ატარებთ კონტაქტურ ლინზებს ან ჩაგიტარდათ რეფრაქციული ოპერაცია.
გართულებული კლინიკური შემთხვევა
მშრალი თვალების გამო შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გართულება:
- თვალის ინფექციები;
- თვალის ზედაპირის დაზიანება;
- ცხოვრების ხარისხის დაქვეითება;
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dry-eyes/symptoms-causes/syc-20371863