წვის შეგრძნება ფეხებში - როდის მივმართოთ ექიმს?

წვის შეგრძნება ფეხებში - როდის მივმართოთ ექიმს?

ფეხების არეში წვის შეგრძნება გავრცელებული ჩივილია.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დისკომფორტი იმდენად ძლიერია ადამიანს დაძინება უჭირს. ზოგიერთი მდგომარეობის გამო წვასთან ერთად შესაძლოა გრძნობდეთ ჩხვლეტას, დაბუჟებას ან ორივეს ერთად.

გამომწვევი მიზეზი

ფეხებში დროებითი წვის მიზეზი დაღლილობა ან კანის ინფექციაა.

როგორც წესი, ფეხებში წვის შეგრძნების გამომწვევი მიზეზია პერიფერიული ნეიროპათია.

სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • ალკოჰოლიზმი;
  • ქიმიოთერაპია;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება;
  • დიაბეტური ნეიროპათია;
  • ვიტამინდეფიციტური ანემია;
  • ტერფის გვირაბის სინდრომი;
  • ჰიპოთირეოზი და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:

  • ფეხებში წვის შეგრძნება მოულოდნელად გაჩნდა და განსაკუთრებით მაშინ თუ რომელიმე ტიპის ტოქსინთან გქონდათ შეხება;
  • ფეხზე არსებულ ღია ჭრილობას ინფექციის ნიშნები აქვს და განსაკუთრებით მაშინ თუ დიაბეტი გაქვთ.

დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი შემდეგი სიმპტომების დროს:

  • თვითმკურნალობის მიუხედავად მაინც უჩივით წვის შეგრძნებას;
  • შეამჩნიეთ, რომ სიმპტომი უფრო მტკივნეული და მწვავე გახდა;
  • წვის შეგრძნება გავრცელდა მთლიან ფეხზე;
  • თითების არეში შეგრძნება დაკარგეთ.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/burning-feet/basics/definition/sym-20050809