ფსიქოლოგიური ტესტი - დააკვირდით ფოტოს, რა დაინახეთ პირველად?

ფსიქოლოგიური ტესტი - დააკვირდით ფოტოს, რა დაინახეთ პირველად?

გაგვიზიარეთ პასუხი კომენტარის ველში.

ტუჩები, ხეები თუ ფესვები?

ტუჩები - ნებისმიერ ამბავს, სიტუაციას, მოვლენას იმ სახით იღებთ როგორიც არის და აფასებთ რეალური, ნამდვილი ღირებულებით; გარშემო არსებული სიტუაციის შეცვლას არ ცდილობთ, არც შესაძლო ფარული მნიშვნელობის გარკვევაში ხარჯავთ დროს.

ხეები - ამბიციური პიროვნება ხართ და ყოველთვის ცდილობთ სხვებზე წინ წახვიდეთ. პერფექციონისტი ხართ, ნებისმიერ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალს ეძებთ.

ფესვები - განსაკუთრებით პროგრესული პიროვნება ხართ. ყოველთვის ცდილობთ გააუმჯობესოთ ან შეცვალოთ არსებული სიტუაცია.

 ნიანგი თუ ნავი?

ნიანგი - შესაძლოა დეტალების მიმართ დიდ ყურადღებას არ იჩენდეთ. პრაქტიკული ადამიანი ხართ და არ გიყვართ რისკი.    

ნავი - გიყვართ ნიუანსების და დეტალების მოძებნა. სხვებისგან განცალკევებით ყოფნა გირჩევნიათ, გინდათ იყოთ კრეატიული და უნიკალური.  

 

კლდე, კატა თუ სახე?

კლდე - ოპტიმისტი ხართ და ცვლილებებს მარტივად ეგუებით. არ გიყვართ მარტო ყოფნა.

კატა - სტაბილურობის მოყვარული ხართ. გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა და დადებულ პირობას ყოველთვის ასრულებთ. თქვენთვის ფსიქოლოგიური და ემოციური ბალანსი პერსონალური განვითარების სინონიმებია.

სახე - კრეატიული პიროვნება ხართ და სამყაროს ისე უყურებთ როგორც სივრცეს, რომელიც სავსეა სიახლით და წარმატებით (მიღწევით). ფერწერული ტილოების, მუსიკის, პოეზიის აღქმის ჩინებული ნიჭი გაქვთ. თქვენთვის ცხოვრებაში მთავარია: ინტუიცია, კეთილგონიერება, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, ბედნიერება.

 

წყვილი თუ აფეთქება?

წყვილი - ძალიან სერიოზული ხართ მაშინ, როდესაც საქმე ურთიერთობას ეხება. ყოველთვის ფიქრობთ იმ საყვარელ, ძვირფას ადამიანზე, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს.

აფეთქება - თქვენ ხართ ადამიანი, რომლის შეშინებაც მარტივია. არ გიყვართ იმ საქმის კეთება, რომლის შედეგიც არ იცით. ზოგჯერ შესაძლოა საკუთარ თავთან გქონდეთ კონფლიქტი.

 

წყარო:

https://brightside.me/wonder-quizzes/what-did-you-see-first-your-answer-can-reveal-a-lot-about-you-with-almost-100-accuracy-676710/