როგორც წესი, თავბრუსხვევა და გულისრევა ერთდროულად ჩნდება.
ერთად აღმოცენებული სიმპტომებით ორგანიზმი სხვადასხვა დაავადებაზე, მდგომარეობაზე მიგანიშნებთ. ძალიან იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში თავბრუსხვევა და გულისრევა ტვინის სიმსივნის ნიშანია, თუმცა უმეტესად ეს ორი სიმპტომი ნაკლებად სერიოზული დარღვევის გამო ჩნდება.
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- თავის ტკივილი;
- ალკოჰოლი;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- კუჭ-ნაწლავის ვირუსი ან ბაქტერიული ინფექცია;
- სხვა ორგანოების (მაგალითად, ყურის, თვალის) ინფექცია;
- გაუწყლოება;
- შფოთვა;
- ორსულობა;
- ტვინის დაზიანება და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ მხოლოდ თავბრუსხვევა და გულისრევა გაწუხებთ და სხვა სიმპტომები არ გამოგივლინდათ, დამშვიდდით, მდგომარეობა თავისით გაუმჯობესდება.
მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:
- ეს სიმპტომები გაწუხებთ რამდენიმე დღეა;
- ხართ ორსულად და გაუწყლოება ჩამოგიყალიბდათ ან გიჭირთ საკვების მიღება;
- თავბრუსხვევასთან და გულისრევასთან ერთად შენიშნეთ ცვლილებები ან გიჭირთ სიარული;
- გულისრევა ან თავბრუსხვევა გამოვლინდა ახალი მედიკამენტის მიღების შემდეგ;
- შაკიკის ან სხვა ტიპის თავის ტკივილის გამო გიჭირთ ყოველდღიური საქმიანობა;
- ქრონიკულად შფოთავთ.
ადამიანი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში შემდეგი სიმპტომების დროს:
- გიჭირთ მოძრაობა, სხეულის ერთ არეში გაწუხებთ ტკივილი ან დაბუჟება, ან გამოვლინდა ინსულტისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები;
- დაკარგეთ გონება ან ძალიან დაბნეული ხართ.
პრევენცია
როგორ ავირიდოთ თავიდან გულისრევა და თავბრუსხვევა? სამწუხაროდ, ამ სიმპტომების პრევენცია ყოველთვის ვერ ხერხდება, თუმცა გარკვეული მეთოდებით რისკის შემცირება ნამდვილად შესაძლებელია.
რეკომენდებულია:
- ხშირად დაიბანეთ ხელები და განსაკუთრებით მაშინ, როცა ახლო კონტაქტი გქონდათ დაავადებულთან;
- თუ თავს ცუდად გრძნობთ არ წახვიდეთ სამსახურში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;
- გაუწყლოება საშიშია, შესაბამისად, წყალი ხშირად დალიეთ;
- თუ გამოგივლინდათ სიმპტომი, რომელსაც ვერაფერს უკავშირებთ, ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით მიმართეთ ექიმს და გაარკვიეთ გამომწვევი მიზეზი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/nauseous-and-dizzy