როცა განავალი ნაწლავში გროვდება - პრობლემა, რომელიც ხშირად აწუხებთ ბავშვებს

როცა განავალი ნაწლავში გროვდება - პრობლემა, რომელიც ხშირად აწუხებთ ბავშვებს

რა არის ენკოპრეზი?

ენკოპრეზი ხშირი დიაგნოზია 4 წელს გადაცილებულ პატარა ადამიანებში.

ვითარდება მაშინ, როდესაც მყარი, გამაგრებული განავალი სწორ და მსხვილ ნაწლავში გროვდება. შედეგად მსხვილი ნაწლავი ივსება, შეკავებული მასიდან თხევადი განავალი იჟონება და ბავშვის საცვალი ისვრება. ამ მდგომარეობის გამო ნაწლავი შუპდება და პატარა კარგავს კუჭის მოქმედების კონტროლის უნარს.

ენკოპრეზი ხშირია 4 წელს გადაცილებულ პატარებში, რომელთაც უკვე ისწავლეს თუ როგორ ისარგებლონ დამოუკიდებლად საჭირო ოთახით.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში იგი ქრონიკული შეკრულობის სიმპტომია. იშვიათად ენკოპრეზი ემოციური სტრესის შედეგია.

გაუფრთხილდით პატარა ადამიანის ფსიქიკას, რადგან ამ სიმპტომის გამო ბავშვი ხშირად გრძნობს უხერხულობას, განიცდის.

სიმპტომები

ენკოპრეზის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ბავშვის საცვალზე შენიშნეთ განავლის ან თხიერი განავლის კვალი და გეგონათ დიარეა;
  • შეკრულობა მშრალი, მყარი განავლით;
  • იმდენად დიდი ზომის განავალი გამოიყოფა, რომ ფიქრობთ მასა უნიტაზში გაიჭედება;
  • ბავშვი კუჭში გასვლისგან თავს იკავებს;
  • ბოლო კუჭის მოქმედებიდან დიდი დრო გავიდა;
  • უმადობა;
  • ტკივილი მუცლის არეში;
  • საშარდე გზების ხშირი ინფექცია (უმეტესად გოგონებში);
  • უნებლიე შარდვა, შარდის შეუკავებლობა დღის განმავლობაში ან ღამით, ძილში (ენურეზი).

უმეტესად ენკოპრეზი განვითარებულია ქრონიკული შეკრულობის ფონზე. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ენკოპრეზი ყალიბდება ემოციური სტრესის გამო.

ბავშვი სტრესს შესაძლოა განიცდიდეს შემდეგი მიზეზებით:

  • პატარას უჭირს ტუალეტით სარგებლობა, ვერ ითვისებს ან მშობელი საჭირო ოთახით სარგებლობას ნაადრევ ასაკში აჩვევს;
  • იცვლება პატარა ადამიანის ცხოვრების წესი, მაგალითად, შეიცვალა ბავშვის კვების რაციონი, სკოლაში დაიწყო სწავლა და სხვა;
  • მშობლების განქორწინება ან დედმამიშვილის დაბადება.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/encopresis/symptoms-causes/syc-20354494