მაღალი წნევა - ჩუმი მკვლელი

მაღალი წნევა - ჩუმი მკვლელი

რა არის სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)?

მაღალი არტერიული წნევა გავრცელებული მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლი არტერიის კედელს იმდენად ძლიერად აწვება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

ჰიპერტენზიას ხშირად უწოდებენ ჩუმ მკვლელს და სამწუხაროდ, პათოლოგიური პროცესი ამ ზედმეტსახელს ნამდვილად იმსახურებს, რადგან ჯანმრთელობისთვის საშიში მდგომარეობა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შეიძლება წლების განმავლობაში არც კი იცოდეთ მაღალი წნევა რომ გაქვთ, ხოლო უმართავი ჰიპერტენზიის გამო სავსებით მოსალოდნელია განვითარდეს გულის შეტევა (ინფარქტი) და ინსულტი.

საბედნიეროდ, მაღალი წნევის დიაგნოსტირება ადვილადაა შესაძლებელი - დიაგნოსტირების შემდეგ ექიმი მართვის მეთოდებს შემოგთავაზებთ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, უმეტესად ჰიპერტენზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ნიშნები მაშინაც კი არ ვლინდება, როდესაც წნევა სახიფათოდ მაღალ ნიშნულზეა ასული.

ძალიან იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა ან ცხვირიდან სისხლდენა. თუმცა ამ სიმპტომების განვითარება უკვე იმის ნიშანია, რომ არტერიული წნევა სიცოცხლისთვის საშიშ სტადიაზეა.

ჰიპერტენზიის დროული გამოვლენის, შესაბამისად, ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების ეფექტური საშუალება რუტინული გამოკვლევაა. მაშინაც კი, როცა არაფერი გაწუხებთ, ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელი ხართ, მთლიანი სხეულის გამოკვლევაა რეკომენდებული.

გართულებული მდგომარეობა

ჰიპერტენზიის გამო მნიშვნელოვნად იზრდება სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი, კერძოდ, ეს პათოლოგიებია:

  • გულის შეტევა (ინფარქტი);
  • ინსულტი;
  • ანევრიზმა;
  • გულის უკმარისობა;
  • თირკმლის სისხლძარღვების დასუსტება და შევიწროება;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • მეხსიერებასთან ან აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • დემენცია და სხვა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/high-blood-pressure/symptoms-causes/syc-20373410