თმის ფოლიკულების ანთება - რა სიმპტომებით ვლინდება ფოლიკულიტი?

თმის ფოლიკულების ანთება - რა სიმპტომებით ვლინდება ფოლიკულიტი?

რა არის ფოლიკულიტი?

ფოლიკულიტი კანის გავრცელებული დაავადებაა. დარღვევის დროს თმის ფოლიკულები ანთებითი ხდება.

ფოლიკულიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია.

დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა იწვევს ქავილს, ტკივილსა და უხერხულობას.

მწვავე ინფექციის დროს ფოლიკულიტის გამო შესაძლოა პაციენტმა თმა სამუდამოდ დაკარგოს ან კანზე ნაწიბურები გაუჩნდეს.

მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებშიც და სიმპტომები რამდენიმე დღეში ალაგდება. მწვავე კლინიკური შემთხვევების დროს რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს და მედიკოსის მიერ გამოწერილი მედიკამენტით ან დანიშნული კურსით იმკურნალოთ.

სიმპტომები

ფოლიკულიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • თმის ფოლიკულების გარშემო მცირე ზომის წითელი ამობურცულობების ან თეთრთავიანი მუწუკების გაჩენა;
  • ჩირქიანი ბუშტუკი, რომელიც სკდება და ფუფხით იფარება;
  • კანის ქავილი, წვა;
  • მტკივნეული, დასუსტებული კანი;
  • დიდი ზომის შეშუპებული ამობურცულობა ან მასა.

გამომწვევი მიზეზი

ფოლიკულიტი ყველაზე ხშირად გამოწვეულია სტაფილოკოკის ბაქტერიის გამო - ბაქტერია იწვევს თმის ფოლიკულის ინფექციას.

ფოლიკულიტი შესაძლოა განვითარდეს ვირუსით, სოკოს გამო ან ჩაზრდილი თმით გამოწვეული ანთებით.

ფოლიკულიტისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:

  • დიაბეტი, ქრონიკული ლეიკემია, შიდსი;
  • აკნე ან დერმატიტი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • ხვეული თმის მქონე მამაკაცი, რომელიც იპარსავს;
  • რეგულარულად იმოსებით ისეთი ტანსაცმლით, რომელიც იწვევს ოფლიანობას და სიმხურვალეს.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/folliculitis/symptoms-causes/syc-20361634