კისტური ფიბროზი - დაავადება, რომელიც ფილტვებს, საჭმლის მომნელებელ სისტემასა და სხვა ორგანოებს აზიანებს

კისტური ფიბროზი - დაავადება, რომელიც ფილტვებს, საჭმლის მომნელებელ სისტემასა და სხვა ორგანოებს აზიანებს

რა არის კისტური ფიბროზი?

კისტური ფიბროზი მემკვიდრეობითი დარღვევაა, რომელიც ძალიან ვნებს ფილტვებს, საჭმლის მომნელებელ სისტემასა და სხვა ორგანოებს.

კისტური ფიბროზი აზიანებს იმ უჯრედებს, რომელიც გამოიმუშავებს ლორწოს, ოფლსა და საჭმლის მომნელებელ წვენს.

კისტური ფიბროზი პროგრესირებადი დაავადებაა და ყოველდღიურ მოვლას საჭიროებს, თუმცა ამის მიუხედავად დაავადების მქონე პაციენტი განაგრძობს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მაგალითად, მიდის სამსახურში, სკოლაში ესწრება გაკვეთილებს და სხვა.

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინის მიღწევების დამსახურებით, კისტური ფიბროზით ცხოვრება დღეს გაცილებით უფრო მარტივია.

სიმპტომები

დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მრავალფეროვანია და სიმპტომატიკა დამოკიდებულია დარღვევის სიმწვავეზე.

ზოგიერთი პაციენტის ორგანიზმში სიმპტომები არ ვლინდება თინეიჯერობის ან ზრდასრულ ასაკამდე. კისტური ფიბროზის მქონე პაციენტის ოფლში ნორმაზე მეტი მარილია. მშობელმა შესაძლოა მარილის გემოც კი იგრძნოს, როცა პატარას აკოცებს.

სასუნთქი გზების ნიშნები და სიმპტომები

სქელი და წებოვანი ლორწო, რომელიც კისტურ ფიბროზთანაა დაკავშირებული, ბლოკავს იმ მილს, რომელიც ფილტვებში ჟანგბადს გზავნის.

შედეგად ვლინდება:

  • ქრონიკული ხველა სქელი ნახველით;
  • ხრიალი;
  • ვარჯიშის აუტანლობა, ანუ ფიზიკური აქტივობის უნარის დაქვეითება;
  • ფილტვის ინფექციებით ხშირი ავადობა;
  • ცხვირის ღრუს ანთება, დახშობა;
  • პერიოდული სინუსიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ნიშნები და სიმპტომები

სქელი ლორწო ასევე ბლოკავს იმ მილს, რომელსაც პანკრეასიდან წვრილ ნაწლავამდე მომნელებელი ფერმენტები გადააქვს.

შედეგად ვლინდება:

  • მძაფრი სუნის მქონე ცხიმიანი განავალი;
  • ადეკვატური დოზით წონის მატების შეფერხება, ზრდა-განვითარების პრობლემები;
  • ნაწლავის გაუვალობა;
  • ქრონიკული ან მწვავე შეკრულობა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cystic-fibrosis/symptoms-causes/syc-20353700