რა არის ადისონის დაავადება?
ადისონის დაავადება იშვიათი პათოლოგიაა, რომლის დროსაც ორგანიზმში გარკვეული ჰორმონები საკმარისი დოზით არ გამომუშავდება; ადისონის დაავადების დროს თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს მცირე დოზით კორტიზოლსა და ალდოსტერონს.
პათოლოგია ნებისმიერი ასაკის ადამიანის ორგანიზმში ყალიბდება და შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გახდეს.
მკურნალობის კურსი მოიცავს იმ ჰორმონების მიღებას, რომელიც დაავადების გამო ადეკვატური დოზით არ გამომუშავდება.
სიმპტომები
ადისონის დაავადების სიმპტომები ვითარდება ნელა და ხშირად თვეების განმავლობაშიც კი. ბევრ კლინიკურ შემთხვევაში დაავადება იმდენად ნელი ტემპით პროგრესირებს, რომ ადამიანი სიმპტომებს ვერ გრძნობს - ამ კლინიკურ შემთხვევებში სიმპტომები მწვავდება დაავადების ან ტრავმის, დაზიანების ფონზე.
ადისონის დაავადების სიმპტომებია:
- ძლიერი დაღლილობა;
- წონის კლება და მადის დაქვეითება;
- კანის გამუქება;
- დაბალი არტერიული წნევა. წნევა იმდენად ეცემა შეიძლება გონებაც კი დაკარგოთ;
- მარილის მიღების გაძლიერებული სურვილი;
- სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა;
- გულისრევა, დიარეა ან ღებინება;
- მუცლის ტკივილი;
- კუნთების ან სახსრების ტკივილი;
- გაღიზიანება;
- დეპრესია;
- თმის ცვენა ან სქესობრივი დისფუნქცია (ქალებში).
თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა
ზოგჯერ ადისონის დაავადების ნიშნები და სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება. თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა იმდენად სახიფათოა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშ შოკში გადაიზარდოს.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
- ძლიერი სისუსტე;
- დაბნეულობა;
- ტკივილი წელის ან ფეხების არეში;
- მწვავე მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, გაუწყლოება (დეჰიდრატაცია);
- ცნობიერების დაკარგვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:
- კანის გამუქება (ჰიპერპიგმენტაცია);
- ძლიერი დაღლილობა;
- უმიზეზოდ წონის კლება;
- გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი;
- მარილის მიღების ძლიერი სურვილი;
- კუნთების ან სახსრების ტკივილი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/addisons-disease/symptoms-causes/syc-20350293