მაღალი წნევის დროს ეს პროდუქტები არ მიირთვათ

მაღალი წნევის დროს ეს პროდუქტები არ მიირთვათ

რომელ საკვებს უნდა ერიდოთ ჰიპერტენზიის დროს?

კვების რაციონი დიდ გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე.

მარილიანი და შაქრის შემცველი საკვები, ჭარბი დოზით ცხიმით გაჯერებული პროდუქტები ზრდის ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) განვითარების რისკს.

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, ამერიკის გულის ასოციაცია გირჩევთ მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული და პროტეინის შემცველი საკვები. ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით, უნდა მოერიდოთ წითელ ხორცს, მარილს, დიდი რაოდენობით შაქრისგან მომზადებულ საკვებსა და სასმელს. კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ კალიუმის, მაგნიუმის, B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტებით. ჰიპერტენზიის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მეორეული სისხლძარღვოვანი წარმოშობის ან ორგანული დაავადების ფონზე განვითარებული ჰიპერტენზიის დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია და მხოლოდ კვების რაციონი ვერაფერში დაგეხმარებათ - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსით უნდა იხელმძღვანელოთ; გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების შემდეგ სპეციალისტი შეარჩევს შესაბამის მედიკამენტს და სამკურნალო დიეტას.

მეტაბოლური დისფუნქციის ფონზე განვითარებული მაღალი არტერიული წნევის მართვა ჯანსაღი რაციონით ნამდვილად შესაძლებელია.

მაღალი არტერიული წნევის დროს მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს სუფრის მარილი, ცხოველური ცხიმები, ტკბილეული.

რაციონიდან ამოიღეთ (მაქსიმალურად შეამცირეთ) შემდეგი:

  • კარაქი და მარგარინი;
  • სალათისთვის განკუთვნილი სოუსები (მაგალითად, ზეთის, ძმრის, სანელებლების ნაზავი);
  • ცხიმიანი ხორცი;
  • რძის პროდუქტები;
  • შემწვარი პროდუქტები;
  • მარილიანი ხემსი;
  • დაკონსერვებული წვნიანები;
  • სწრაფი კვების პროდუქტები;
  • შებოლილი ხორცი, ძეხვეული.

დაუშვებელია ალკოჰოლი. ამასთან, მოერიდეთ ან მაქსიმალურად აკონტროლეთ კოფეინის დოზა.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/articles/4249-hypertension-and-nutrition