რა არის თრომბოფლებიტი?
თრომბოფლებიტი არის ანთებითი პროცესი, რომელიც იწვევს თრომბის ფორმირებას და ახშობს/ბლოკავს ერთ ან მეტ ვენას, ჩვეულებრივ, ფეხში.
გამომწვევი მიზეზია ტრავმა, ქირურგიული ოპერაცია ან ხანგრძლივი დროით არააქტიური ცხოვრების წესი, უმოძრაობა.
სიმპტომები
ზედაპირული თრომბოფლებიტის სიმპტომებია:
- დაზიანებულ არეში სიმხურვალე, ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა;
- სიწითლე და შეშუპება/შესიება.
ღრმა ვენების თრომბოზის სიმპტომებია:
- ტკივილი;
- შეშუპება.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ წითელი, შეშუპებული ან მგრძნობიარე ვენა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გაწუხებთ თრომბოფლებიტის ერთი, ან მეტი რისკ-ფაქტორი.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
- ვენა შეშუპებულია და ტკივილი მწვავეა;
- ასევე გაწუხებთ სუნთქვის უკმარისობა ან ტკივილი გულმკერდის არეში, ამოახველეთ სისხლი, ან შენიშნეთ სხვა ისეთი სიმპტომები, რომელიც ზრდის თრომბის მოწყვეტის და ფილტვებში მოხვედრის რისკს (პულმონალური ემბოლია, ფილტვის ემბოლია).
გამომწვევი მიზეზი
თრომბოფლებიტის გამომწვევი მიზეზი სისხლის შენადედია (თრომბი), რომელიც სისხლში შეიძლება წარმოიქმნას შემდეგი მდგომარეობების გამო:
- ვენაში მიღებული დაზიანება, ტრავმა;
- სისხლის შედედების თანდაყოლილი/მემკვიდრული პათოლოგია;
- სხვადასხვა მიზეზის გამო (მაგალითად, საავადმყოფოში მკურნალობის ან ტრავმის შემთხვევაში) ხანგრძლივი დროით ვერ გადაადგილდებოდით, იყავით არააქტიური.
რისკ-ფაქტორები
თრომბოფლებიტის ჩამოყალიბების რისკი იზრდება თუ:
- ხანგრძლივი დროით გიწევთ არააქტიურად ყოფნა;
- გაქვთ ვარიკოზული ვენები;
- ხართ ორსულად ან ახლახან იმშობიარეთ;
- იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ან სარგებლობთ ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპიით;
- თრომბით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- უკვე გადაიტანეთ თრომბოფლებიტი;
- გქონდათ ინსულტი;
- ხართ 60 წელს გადაცილებული;
- ხართ მსუქანი ან ჭარბწონიანი;
- ავადობთ კიბოთი;
- თამბაქოს ეწევით და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/thrombophlebitis/symptoms-causes/syc-20354607