ქრონიკული თავის ტკივილი - თუ თავის ტკივილს ყოველდღე უჩივით

ქრონიკული თავის ტკივილი - თუ თავის ტკივილს ყოველდღე უჩივით

რა ტიპის თავის ტკივილია საყურადღებო?

იშვიათად თავის ტკივილი თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს. თუმცა თუ ეს სიმპტომი კვირაში ერთ დღეზე მეტხანს ვლინდება, სავარაუდოდ, დიაგნოზი ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილია.

მსგავს კლინიკურ შემთხვევებში საჭიროა ხანგრძლივი დროით მოწოდებული სამკურნალო კურსი, რომლის მთავარი მიზანიც ტკივილის შემსუბუქება და სიხშირის შემცირებაა.

სიმპტომები

მედიკოსების განმარტებით, თავის ტკივილი ქრონიკული და ყოველდღიურია თუ ვლინდება 15 დღის ან თვეზე მეტი დროის განმავლობაში.

ჭეშმარიტი (პირველადი) ქრონიკული თავის ტკივილი არ არის გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემით.

ექიმები ერთმანეთისგან განარჩევენ მოკლევადიან და გრძელვადიან ქრონიკულ, ყოველდღიურ თავის ტკივილს.

გრძელვადიანი თავის ტკივილი გრძელდება 4 საათზე მეტხანს და მოიცავს შემდეგს:

  • ქრონიკული შაკიკი;
  • ქრონიკული დაძაბვის თავის ტკივილი;
  • ახლადაღმოცენებული, ყოველდღიური, მუდმივი თავის ტკივილი;
  • ჰემიკრანია (ტკივილი თავის ერთ ნახევარში/არეში).

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ თავის ტკივილი გაწუხებთ პერიოდულად, იშვიათად, საშიში არაა და სპეციფიკური დიაგნოსტირება, მკურნალობა საჭირო არ არის.

რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს შემდეგი მდგომარეობის დროს:

  • კვირაში ორჯერ ან მეტჯერ გაწუხებთ თავის ტკივილი;
  • თავის ტკივილი იმდენად შემაწუხებელია, რომ რამდენიმე დღეა გჭირდებათ ტკივილგამაყუჩებელი;
  • ტკივილის გასაყუჩებლად მეტი დოზით ტკივილგამაყუჩებელი გჭირდებათ;
  • თავის ტკივილი გამწვავდა;
  • თავის ტკივილის გამო გიჭირთ ყოველდღიური საქმიანობა.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ:

  • თავის ტკივილი გამოვლინდა უეცრად, მოულოდნელად და არის მწვავე, ძლიერი;
  • თავის ტკივილს თან ახლავს სიცხე, კისრის გაშეშება, დაბნეულობა, შეტევა, გაორებული მხედველობა, სისუსტე, მეტყველების გაძნელება, დაბუჟება;
  • თავის ტკივილი გამოწვეულია თავის არეში მიღებული ტრავმის/დაზიანების გამო;
  • ტკივილგამაყუჩებლის მიღებისა და დასვენების მიუხედავად თავის ტკივილი მწვავეა.

გამომწვევი მიზეზი

სამწუხაროდ, ქრონიკული თავის ტკივილის ბევრი ფორმის გამომწვევი მიზეზი კარგად შესწავლილი არაა. ცნობილია, რომ პირველადი ქრონიკული, ყოველდღიური თავის ტკივილი დაავადებით/პათოლოგიით არაა განპირობებული.

მეორეული ქრონიკული თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ანთება ან სხვა პრობლემები ტვინში, ან მის გარშემო არსებულ სისხლძარღვებში;
  • ინფექცია (მაგალითად, მენინგიტი);
  • შიდაქალის წნევის მომატება ან დაქვეითება;
  • ტვინის სიმსივნე;
  • ტვინის ტრავმული დაზიანება.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chronic-daily-headaches/symptoms-causes/syc-20370891