ელვისებური თავის ტკივილით ორგანიზმი შესაძლოა ტვინში ან ტვინის გარშემო სისხლდენაზე გაფრთხილებდეთ

ელვისებური თავის ტკივილით ორგანიზმი შესაძლოა ტვინში ან ტვინის გარშემო სისხლდენაზე გაფრთხილებდეთ

საყურადღებო სიმპტომი!

სტატიაში ვსაუბრობთ იმ ტიპის თავის ტკივილზე, რომელიც მეხის გავარდნასავით (სახელწოდებაც აქედან აქვს), ჭექა-ქუხილის მსგავსად ვლინდება, სწრაფად და სრულიად მოულოდნელად.

ამ ტიპის მწვავე თავის ტკივილი პიკს აღწევს 60 წამში.

ელვისებური თავის ტკივილი იშვიათია, თუმცა როცა კი ვლინდება, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაზე მიუთითებს; როგორც წესი, ელვისებური თავის ტკივილი იმის მანიშნებელია, რომ ტვინში ან ტვინის გარშემო არეში სისხლდენა ვითარდება.

ამ კლინიკურ შემთხვევებში პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.

სიმპტომები

ელვისებური თავის ტკივილის დროს პაციენტი უჩივის შემდეგს:

  • უეცრად, მოულოდნელად განვითარებული მწვავე ტკივილი;
  • ტკივილი პიკს აღწევს პირველ 60 წამში;
  • ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა ან ღებინება.

ელვისებურ თავის ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს სხვა ნიშნები და სიმპტომები:

  • სიცხე;
  • შეტევა;
  • მენტალური მდგომარეობის ცვლილება.

არ დაკარგოთ დრო, არ დაიწყოთ თვითმკურნალობა და გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ შეგაწუხებთ თავის ტკივილი, რომელიც სრულიად უმიზეზოდ, მოულოდნელად, უეცრად წარმოიშვა და ტკივილი მწვავე, ძლიერია.

გამომწვევი მიზეზი

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ელვისებური თავის ტკივილის აშკარა, ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

სხვა კლინიკურ შემთხვევებში გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • სისხლდენა ტვინსა და ტვინის გარსს შორის;
  • ტვინში მდებარე სისხლძარღვის გასკდომა;
  • ტვინის მკვებავი არტერიის ამომფენის დაზიანება;
  • ზურგის ტვინის სითხის გაჟონვა;
  • სისხლდენა ჰიპოფიზში ან ქსოვილის დაღუპვა;
  • ტვინში თრომბი;
  • ძალიან მაღალი არტერიული წნევა;
  • მენინგიტი ან ენცეფალიტი;
  • იშემიური ინსულტი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/thunderclap-headaches/symptoms-causes/syc-20378361