როგორ შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა 24 საათის განმავლობაში?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 2 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 72 839 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 923 ადამიანი.
ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 204 და დაიღუპა 22, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 38 809 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 515 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 149 და დაიღუპა 21 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 3 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 164 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 28 161 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 165 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 629 ადამიანი და დაიღუპა 36.
კორონავირუსი 140-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 896 450 პაციენტს შეადგენს.
წყარო: