გაეცანით კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას

გაეცანით კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას

როგორ შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა 24 საათის განმავლობაში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 2 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 72 839 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 923 ადამიანი.

ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 204 და დაიღუპა 22, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 38 809 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 515 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 149 და დაიღუპა 21 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 3 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 164 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 28 161 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 165 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 629 ადამიანი და დაიღუპა 36.

კორონავირუსი 140-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 896 450 პაციენტს შეადგენს.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200402-sitrep-73-covid-19.pdf?sfvrsn=5ae25bc7_4