უვეიტი - როგორ ამოვიცნოთ თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება?

უვეიტი - როგორ ამოვიცნოთ თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება?

რა არის უვეიტი?

უვეიტი თვალის ანთების ფორმაა.

დაავადება უმეტესად გავრცელებულია ახალგაზრდებში და ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ქრონიკული ხასიათისაა, პერიოდულად მწვავდება.

უვეიტის სიმპტომები უეცრად ჩნდება და მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებს, ნიშნები მარტივად მწვავდება.

პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს როგორც ერთ, ისე ორივე თვალზე.

თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთებისგან არავინაა დაზღვეული - ვლინდება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ორგანიზმში, ავადობენ ბავშვებიც.

ბევრ კლინიკურ შემთხვევაში თვალის გარსის ანთების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება. თუმცა ოფთალმოლოგთა აზრით, შესაძლო გამომწვევი მიზეზებია ინფექცია, ტრავმა/დაზიანება, ავტოიმუნური ან ანთებითი დაავადება.

უვეიტი შეიძლება იმდენად მწვავე ფორმით მიმდინარეობდეს, რომ მუდმივი მხედველობის დაკარგვითაც კი დასრულდეს. მხედველობის შენარჩუნებისა და გართულების პრევენციისთვის აუცილებელია ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა.

სიმპტომები

უვეიტის სიმპტომებია:

  • თვალების სიწითლე;
  • თვალების ტკივილი;
  • სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • მუქი, მოფარფატე წერტილები მხედველობის არეში;
  • მხედველობის გაუარესება, დაქვეითება.

გამომწვევი მიზეზი

კლინიკურ შემთხვევათა ნახევარში სპეციფიკური გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

თუმცა თუ გამომწვევი მიზეზი დგინდება, ძირითადად, სახელდება შემდეგი:

  • ავტოიმუნური ან ანთებითი დარღვევა;
  • ინფექცია;
  • მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • თვალის ტრავმა ან ქირურგიული ოპერაცია თვალზე;
  • კიბო, რომელიც ვნებს თვალს (ძალიან იშვიათად).

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/uveitis/symptoms-causes/syc-20378734