ვისთვის არის მავნებელი კვერცხი - ყურადღებით გაეცანით სიმპტომებს

ვისთვის არის მავნებელი კვერცხი - ყურადღებით გაეცანით სიმპტომებს

კვერცხი სასარგებლო პროდუქტია, თუმცა ზოგიერთი ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კვერცხი ყველაზე ალერგიული საკვებია ბავშვისთვის.

ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კვერცხის ან კვერცხის შემცველი საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ან საათში ვლინდება. სიმპტომატიკა შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე. იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში კვერცხის ალერგიის გამო ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია ანაფილაქსია.

სიმპტომები

კვერცხზე ალერგიული რეაქცია ყველა ადამიანში ინდივიდუალურია.

ძირითადი სიმპტომებია:

  • კანის ანთება ან გამონაყარი;
  • ცხვირის დახშობა, გამონადენი ცხვირიდან და ცემინება (ალერგიული რინიტი);
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დისკომფორტი: სპაზმი მუცლის არეში, გულისრევა და ღებინება;
  • ასთმის ნიშნები და ისეთი სიმპტომები როგორიცაა ხველა, ხრიალი, დაჭიმულობა გულმკერდის არეში ან სუნთქვის უკმარისობა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ თქვენ (ზრდასრულს) ან ბავშვს ერთხელ მაინც გამოგივლინდათ კვებითი ალერგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე თუ შენიშნეთ, რომ კვერცხის ან კვერცხის შემცველი საკვების მიღების შემდეგ თავი ცუდად იგრძენით, შეგაწუხათ ალერგიულმა სიმპტომებმა.

მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მსუბუქი ფორმით იყო გამოხატული რეაქცია, მომავალში ნებისმიერი შესაძლო გართულების პრევენციის მიზნით, თქვენი ორგანიზმის მდგომარეობა უნდა შეაფასოს ალერგოლოგმა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ანაფილაქსიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება ან პაციენტი სასწრაფოდ გადაიყვანოთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, რადგან ანაფილაქსიური რეაქცია სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს!

გამომწვევი მიზეზი

კვებითი ალერგიის გამომწვევი მიზეზი იმუნური სისტემის მწვავე რეაქცია, გადამეტებული პასუხია.

უშუალოდ კვერცხზე ალერგიის დროს იმუნური სისტემა კონკრეტულ კვერცხის ცილას შეცდომით ორგანიზმისთვის საშიშ, მავნებელ ნივთიერებად აღიქვამს, შესაბამისად, იმუნიტეტის ანტისხეულები მოუწოდებს იმუნურ სისტემას, რომ ორგანიზმში გამომუშავდეს ჰისტამინები და სხვა ქიმიკალები - ჯაჭვური რეაქციის საბოლოო შედეგი ალერგიული ნიშნები და სიმპტომებია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/egg-allergy/symptoms-causes/syc-20372115