ყბაყურა - რა გართულება ახასიათებს ვირუსულ ინფექციას?

ყბაყურა - რა გართულება ახასიათებს ვირუსულ ინფექციას?

რა არის ყბაყურა?

ყბაყურა ვირუსული ინფექციაა, რომელიც ყბაყურა ჯირკვლებში ვლინდება. ინფექციის დროს პაციენტის ერთი ან ორივე ყბაყურა ჯირკვალია შესიებული/შეშუპებული.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის მეშვეობით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ყბაყურით ავადობის მაჩვენებელი.

აღნიშნული ინფექციის პოტენციურად სერიოზული გართულება სმენის დაკარგვაა, თუმცა იშვიათია.

დღემდე არ არსებობს ყბაყურის მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი.

სიმპტომები

ვირუსით დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს არ უვლინდება სიმპტომები ან ინფექცია მსუბუქი ნიშნებით მიმდინარეობს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ძირითადი სიმპტომი სანერწყვე ჯირკვლების შეშუპებაა, რომლის გამოც ლოყა გამობერილი, შესიებულია.

სიმპტომები გრძელდება 2-3 კვირის განმავლობაში.

საყურადღებო სიმპტომებია:

  • სახის ერთ ან ორივე არეში სანერწყვე ჯირკვლების ტკივილი და შეშუპება;
  • ყლაპვის ან ღეჭვის დროს ტკივილი;
  • სიცხე;
  • თავის ტკივილი;
  • კუნთების ტკივილი;
  • სისუსტე და დაღლილობა;
  • უმადობა.

ყბაყურას იწვევს ვირუსი. ვირუსი ადამიანიდან ადამიანს მარტივად გადაეცემა - ინფექცია ვრცელდება ინფიცირებული ნერწყვით.

პრევენციის საუკეთესო და ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/mumps/symptoms-causes/syc-20375361