ვულვოდინია - რომელი სიმპტომები არ უნდა გამოეპაროთ ქალბატონებს?

ვულვოდინია - რომელი სიმპტომები არ უნდა გამოეპაროთ ქალბატონებს?

რა არის ვულვოდინია?

ვულვოდინია არის ქრონიკული ტკივილი ან დისკომფორტი ვაგინის ხვრელის გარშემო მდებარე არეში (ვულვა).

დისკომფორტის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ხშირად ვერ ხდება, თუმცა ქალი ტკივილს გრძნობს მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.

ვულვოდინიასთან ასოცირებული ტკივილი, წვა, გაღიზიანება იმდენად აწუხებს პაციენტს, რომ არაკომფორტული მდგომარეობის გამო, ქალი ხანგრძლივი დროით ვერ ახერხებს ჯდომას ან ინტიმურ კავშირზე ამბობს უარს.

ვულვოდინია მიმდინარეობს რამდენიმე თვით და ზოგჯერ წლითაც.

სიმპტომები

ვულვოდინიის მთავარი სიმპტომია ტკივილი გენიტალიურ არეში.

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • წვა;
  • ტკივილი;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • პულსაცია, ფეთქვა;
  • ქავილი.

ტკივილი შეიძლება იყოს ქრონიკული ან პერიოდული.

დისკომფორტი შეიძლება მხოლოდ მაშინ იგრძნოთ, როდესაც მგრძნობიარე არეს გააღიზიანებთ.

გამომწვევი მიზეზი

ექიმებმა დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ იციან.

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • ვულვის არეში არსებული ნერვული დაბოლოებების ტრავმა ან გაღიზიანება;
  • გადატანილი ვაგინალური ინფექციები;
  • ალერგია;
  • მგრძნობიარე კანი;
  • ჰორმონული ცვლილებები.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vulvodynia/symptoms-causes/syc-20353423