რას ნიშნავს ანტისოციალური პიროვნული აშლილობა?
ანტისოციალური პიროვნული აშლილობა ცნობილია სოციოპათიის სახელწოდებითაც.
ეს არის მენტალური დარღვევა, რომლის გამოც პიროვნება არ ითვალისწინებს თუ რა არის კარგი და რა ცუდი, არაფრად აგდებს გარშემომყოფთა გრძნობებსა და უფლებებს. ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან შუღლის ჩამოგდებისკენ, სხვებს უხეშად ექცევიან, არც მანიპულაციას ერიდებიან. ქცევის გამო დანაშაულის შეგრძნება არ აწუხებთ.
ანტისოციალური პიროვნული აშლილობით დაავადებულები ხშირად ხდებიან კრიმინალები. როგორც წესი, მოიხმარენ ნარკოტიკს, ჭარბი დოზით ალკოჰოლს. მათთვის უცხო არაა ტყუილი, ძალადობა, იმპულსურობა.
სიმპტომები
ანტისოციალური პიროვნული აშლილობის შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:
- პაციენტი არაფრად აგდებს, ყურადღებას არ აქცევს იმას თუ რა არის სწორი და რა არა;
- გამუდმებით იტყუება;
- გარშემომყოფებს უხეშად და უპატივცემულოდ ესაუბრება, ცინიკურია;
- პირადი კეთილდღეობის მიღების მიზნით იყენებს შარმს ან გონებას (მანიპულირებს);
- ზედმეტად თავდაჯერებული, ჯიუტი, ქედმაღალია;
- კანონთან ხშირად აქვს პრობლემები (კრიმინალური ქცევა);
- საკუთარ თავზე მომატებული წარმოდგენა;
- სხვების უფლებების დარღვევა;
- მტრულად განწყობილი, ზედმეტად გაღიზიანებული, აგრესიული ან მოძალადე;
- არ დარდობს სხვებს რომ ვნებს;
- ძალადობრივი ურთიერთობა;
- არც საკუთარი და არც სხვების უსაფრთხოება აღელვებს, მიდრეკილია სახიფათო ქცევისკენ;
- უპასუხისმგებლობა სამსახურში.
სიმპტომები ხშირად ჩნდება 15 წლამდე ასაკში. ძალიან საყურადღებოა შემდეგი ნიშნები:
- აგრესია ადამიანებისა და ცხოველების მიმართ;
- ქონების, საკუთრების დაზიანება;
- ტყუილის თქმისკენ მიდრეკილება;
- ქურდობა;
- წესის დარღვევა.
პაციენტს დარღვევა სიცოცხლის მანძილზე აქვს და სპეციალისტის ჩართვაა აუცილებელი.
მოგეხსენებათ, პიროვნება (პიროვნული თვისებები) არის ფიქრის, ემოციისა და ქცევის კომბინაცია და სწორედ ეს ქმნის თითოეულ პიროვნებას უნიკალურს. ანტისოციალური პიროვნული აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა გარკვეულ როლს თამაშობს გენი და ტვინის ფუნქციონირების ცვლილებები.
წყარო: