კვირაში რამდენჯერ უნდა დავიბანოთ თავი?

კვირაში რამდენჯერ უნდა დავიბანოთ თავი?

კვირაში რამდენჯერ იბანთ თავს?

თქვენი პასუხი შეიძლება იყოს ყოველდღე, ყოველ მეორე დღეს, 4 დღეში ერთხელ, კვირაში ერთხელ - გაგიკვირდებათ, მაგრამ არასწორად შერჩეული შამპუნით ან ხშირი დაბანის გამო სავსებით მოსალოდნელია თმის სტრუქტურა მარტივად დაზიანდეს.

რას ფიქრობენ ექსპერტები?

სამწუხაროდ, ექსპერტებს შორის ამ საკითხზე დამოკიდებულება განსხვავებულია და მოსაზრებაც მრავალფეროვანი. თუმცა თმის სპეციალისტები ერთ რამეში ნამდვილად თანხმდებიან - ზედმეტად ხშირად დაბანის დროს თმა შრება და ზიანდება.

არ არის რეკომენდებული თავის ყოველდღე დაბანა.

სტილისტები ადასტურებენ, რომ განსაკუთრებით მავნებელი არასწორად შერჩეული შამპუნია, მაგალითად, ისეთი პროდუქტი, რომელიც თქვენი თმის ტიპს არ ემთხვევა, შეიცავს ძლიერ ქიმიურ ნივთიერებას და სხვა.

რამდენჯერ დაფიქრებულხართ წყლის ტემპერატურაზე?

როგორც წესი, თმაზე ზრუნვის დროს საგულდაგულოდ ვარჩევთ შამპუნს, ბალზამს, ნიღაბს, თუმცა წყლის ტემპერატურა ყურადღების მიღმა გვრჩება.

მედიკოსების განმარტებით, თავის დაბანის დროს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ოთახის ტემპერატურის წყალს. გახსოვდეთ, ზედმეტად ცხელი წყალი სკალპიდან გაცილებთ იმ სასარგებლო ნატურალურ ცხიმს, რომელიც თმის სიჯანსაღისთვის, სიძლიერისთვის გამომუშავდება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თმის მაქსიმალური სიკაშკაშისთვის თავის დაბანის შემდეგ თმაზე გრილი წყლის გადავლებაა რეკომენდებული.

ამასთან, შეიძინეთ ისეთი შამპუნი, რომელიც არ შეიცავს სულფატს.

ყოველდღიური დაბანა განსაკუთრებით მავნებელი ყოფილა გრძელი თმისთვის.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თმის დაბანა რეკომენდებულია ყოველ 2-3 დღეში, თუმცა აქვე დასძენენ, რომ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია, ანუ გასათვალისწინებელია თმის ტიპი (წარმოიდგინეთ და თავადაც შეადარეთ თხელი, ცხიმიანი თმა და სქელი, მშრალი თმა) და პიროვნების ცხოვრების სტილი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა - მაგალითად, თუ აქტიური ცხოვრების წესს მისდევთ და შესაბამისად, ოფლიანობთ, რასაკვირველია, გაცილებით ხშირად მოგიწევთ შხაპის ქვეშ ყოფნა.

წყარო:

https://www.glamourmagazine.co.uk/gallery/how-often-should-wash-hair