მკურნალობა სახლის პირობებში - თუ თვალებქვეშ მუქი წრე გაქვთ

მკურნალობა სახლის პირობებში - თუ თვალებქვეშ მუქი წრე გაქვთ

თვალების ქვეშ მუქი რგოლები ბევრ ადამიანს აქვს.

თვალის უპეების შეშუპება და გამუქება, ე.წ. შავი წრე/რგოლი ზოგიერთ პირს დისკომფორტს უქმნის. აღსანიშნავია, რომ თვალის უპეების ჩამუქება ჯანმრთელობის რომელიმე პრობლემის ნიშანი არ არის (უმეტესად) და სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებით დამალვა შესაძლებელია.

მოგეხსენებათ, თვალის ირგვლივ კანი საკმაოდ თხელი, ნაზი და მგრძნობიარეა, შესაბამისად, ასაკის მატება, უძილობა თუ დაღლილობა ყველაზე ხშირად სახის ამ არეში აისახება.

სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • ალერგია;
  • ეგზემა;
  • კონტაქტური დერმატიტი;
  • ალერგიული რინიტი;
  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა;
  • კანის პიგმენტაციის დარღვევა;
  • შეიძლება თვალს ხშირად იქავებთ;
  • მზეზე დიდხანს ყოფნა.

როდის მივმართოთ ექიმს?

როგორც უკვე მოგახსენეთ, თვალის უპეების გამუქება, ჩვეულებრივ, არ არის ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანი.

თუმცა თუ შეშუპება და კანის ფერის შეცვლა მხოლოდ ერთი თვალის ქვეშ ფიქსირდება, ამასთან, დროთა განმავლობაში მდგომარეობა მწვავდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს! ამ შემთხვევაში თვითმკურნალობა დაუშვებელია და სიმპტომის ზუსტი გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებაა საჭირო.

მსუბუქ და საშუალო სიმძიმის შემთხვევაში მოწოდებულია მკურნალობა სახლის პირობებში. რამდენიმე მარტივი მეთოდით თვალებქვეშ არსებული მდგომარეობა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

თვითმკურნალობა

გირჩევთ:

  • თვალებქვეშ დაიფინეთ ცივი სახვევი. გაყინული ჩაის კოვზი ან ბარდის პაკეტი გაახვიეთ რბილ ქსოვილში და ჩამუქებულ უპეზე დაიდეთ;
  • ძილის წინ თავი მაქსიმალურად მაღლა რომ გქონდეთ და ქუთუთოები არ შეგიშუპდეთ, რამდენიმე ბალიში გამოიყენეთ;
  • კარგად უნდა გამოიძინოთ, რადგან უძილობის ან ძილთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გამო კანი ფერმკრთალი ხდება და ამ დროს უფრო მეტად შესამჩნევია თვალებქვეშ სიმუქე.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/dark-circles-under-eyes/basics/definition/sym-20050624