როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც გაბრაზებული ხართ?

როგორ უნდა მოიქცეთ მაშინ, როდესაც გაბრაზებული ხართ?

გასწავლით სიბრაზის მართვას.

ბრაზი ნორმალური ემოციაა. თუმცა უკონტროლო/უმართავი სიბრაზე მავნებელია როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის, ისე გარშემომყოფებთან ურთიერთობისთვისაც.

მზად ხართ აკონტროლოთ თავი მაშინაც კი, როცა გაბრაზებული ხართ? გაითვალისწინეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა:

  • ვიდრე რამეს იტყვით კარგად დაფიქრდით. ცხელ, განრისხებულ გულზე სიტყვების კონტროლი თითქმის შეუძლებელია - როგორც წესი, დამშვიდებულ გონებაზე სიტუაციის გაანალიზების შემდეგ ადამიანების უმეტესობას გაბრაზების დროს ნათქვამი სიტყვების ძალიან რცხვენია. ვიდრე რამეს იტყოდეთ რამდენიმე წუთი დაფიქრდით;
  • თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ ფიზიკური აქტივობის ჯადოსნური ძალა. ნებისმიერი ვარჯიში მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის დონეს. შესაბამისად, თუ გრძნობთ რომ ბრაზდებით, უბრალოდ გაისეირნეთ ან ირბინეთ;
  • შეისვენეთ, დიახ, შეისვენეთ! თუ ამჩნევთ რომ სტრესული დღე გელით, თუნდაც რამდენიმე წუთით დაისვენეთ. მშვიდად ყოფნის დროს ორგანიზმი შეძლებს აღიდგინოს ძალა და გაუმკლავდეს ნებისმიერ გამღიზიანებელს;
  • გაბრაზების ნაცვლად უბრალოდ გაერიდეთ ნერვული სისტემის მომშლელ ნებისმიერ სიტუაციას. მაგალითად, თქვენი შვილის ბინძური, მოუწესრიგებელი ოთახი ჭკუიდან გშლით? მარტივ რჩევას მოგცემთ - საძინებლის კარი დახურეთ და აღარ დაინახავთ უწესრიგობას. პარტნიორი ყოველ საღამოს აგვიანებს ვახშამზე მოსვლას? მარტომ ივახშმეთ ან თუ მაინცდამაინც ერთად გინდათ კერძის დაგემოვნება, ვახშმობისთვის განკუთვნილი დრო მაქსიმალურად გადასწიეთ. ერთი სიტყვით ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ ყველაზე ძვირფას განძს, თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, საფრთხე არ შეექმნას;
  • ყოველთვის გახსოვდეთ, პატიება, მიტევება ძლიერი იარაღია! არ მისცეთ უფლება სიბრაზეს ჩაკლას პოზიტიური გრძნობა და გაგიფუჭოთ როგორც პირადი ურთიერთობები, ისე კოლეგებთან დამოკიდებულება;
  • დაძაბულობა იუმორით განმუხტეთ, თუმცა დაუშვებელია სარკაზმი;
  • სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში ბრაზის გაკონტროლება შეუძლებელია. თუ ეს ნეგატიური ემოცია თქვენზე უარყოფითად მოქმედებს არ მოგერიდოთ დასახმარებლად მიმართოთ სპეციალისტს.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/adult-health/in-depth/anger-management/art-20045434