რამდენიმე საინტერესო ფაქტი გულის შესახებ

რამდენიმე საინტერესო ფაქტი გულის შესახებ

გული სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გულის შესახებ:

  • გულის საშუალო ზომა ზრდასრული პიროვნების მუშტისხელაა;
  • თქვენი გული ყოველდღიურად 115 000-ჯერ სცემს;
  • პულსაცია, რომელსაც გული გამოსცემს, გამოწვეულია სარქველის გახსნითა და დახურვით;
  • ყოველდღიურად გულს 2 000 გალონი სისხლი გადააქვს;
  • სისხლძარღვის სისტემას თუ გაჭიმავთ, 60 000 მილი დაიფარება;
  • მამაკაცთან შედარებით ქალის გული უმნიშვნელოდ სწრაფად სცემს;
  • გული გამიტყდაო მხოლოდ დარდით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნების განმარტება არაა და დიახ, კარდიოლოგიაში რეალურად არსებობს პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც გატეხილი გულის სინდრომი ეწოდება;
  • სიცილი გულისთვის სასარგებლოა, კარგი გუნება-განწყობილების დროს მცირდება სტრესის დონე და უმჯობესდება იმუნიტეტი;
  • გული 250-350 გრამს იწონის;
  • გულს საკუთარი ელექტრული იმპულსი აქვს, შესაბამისად, გულისცემა მაშინაც კი მიმდინარეობს (იმ დრომდე ვიდრე გული ადეკვატურად იღებს ჟანგბადს), როდესაც ორგანო ორგანიზმიდანაა მოშორებული;
  • განაყოფიერების შემდეგ ნაყოფის გულისცემა ისმის მეოთხე კვირაში და გული ფეთქავს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.

 

წყარო:

https://www.flushinghospital.org/newsletter/10-interesting-facts-about-the-heart/