გული სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გულის შესახებ:
- გულის საშუალო ზომა ზრდასრული პიროვნების მუშტისხელაა;
- თქვენი გული ყოველდღიურად 115 000-ჯერ სცემს;
- პულსაცია, რომელსაც გული გამოსცემს, გამოწვეულია სარქველის გახსნითა და დახურვით;
- ყოველდღიურად გულს 2 000 გალონი სისხლი გადააქვს;
- სისხლძარღვის სისტემას თუ გაჭიმავთ, 60 000 მილი დაიფარება;
- მამაკაცთან შედარებით ქალის გული უმნიშვნელოდ სწრაფად სცემს;
- გული გამიტყდაო მხოლოდ დარდით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნების განმარტება არაა და დიახ, კარდიოლოგიაში რეალურად არსებობს პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც გატეხილი გულის სინდრომი ეწოდება;
- სიცილი გულისთვის სასარგებლოა, კარგი გუნება-განწყობილების დროს მცირდება სტრესის დონე და უმჯობესდება იმუნიტეტი;
- გული 250-350 გრამს იწონის;
- გულს საკუთარი ელექტრული იმპულსი აქვს, შესაბამისად, გულისცემა მაშინაც კი მიმდინარეობს (იმ დრომდე ვიდრე გული ადეკვატურად იღებს ჟანგბადს), როდესაც ორგანო ორგანიზმიდანაა მოშორებული;
- განაყოფიერების შემდეგ ნაყოფის გულისცემა ისმის მეოთხე კვირაში და გული ფეთქავს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.
წყარო:
https://www.flushinghospital.org/newsletter/10-interesting-facts-about-the-heart/