როგორ ავირიდოთ ცოფი - რა სიმპტომებით ვლინდება მომაკვდინებელი ვირუსი?

როგორ ავირიდოთ ცოფი - რა სიმპტომებით ვლინდება მომაკვდინებელი ვირუსი?

ცოფი სასიკვდილო, ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა.

ცოფი ადამიანზე ინფიცირებული ცხოველის ნერწყვიდან გადადის - როგორც წესი, ცოფის ვირუსი ნაკბენით ვრცელდება.

ცოფის პირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია და რამდენიმე დღე გრძელდება, თუმცა მოგვიანებით შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები: სიცხე, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შფოთვა და მღელვარება, დაბნეულობა, ჰიპერაქტიურობა, ყლაპვის გაძნელება, ჭარბი ნერწყვდენა, წყლის შიში, ჰალუცინაციები, ნაწილობრივი დამბლა და სხვა.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ გიკბინათ რომელიმე ცხოველმა და განსაკუთრებით მაშინ თუ ეჭვობთ რომ ცხოველს ცოფი აქვს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გახსოვდეთ, რომ ცოფი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა და მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. სამწუხაროდ, იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი ავლენს ცოფის ნიშნებს, დაავადება თითქმის ყოველთვის სიკვდილს იწვევს. შესაბამისად, ამ ვირუსის რისკის მქონე ადამიანებისთვის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

პრევენცია

რეკომენდებულია:

  • აცერით შინაური ცხოველები, ყოველთვის გაითვალისწინეთ ვეტერინარის რჩევა;
  • შინაური ცხოველის ქუჩაში გაყვანის შემთხვევაში უნდა გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება, მოარიდეთ უცხო ცხოველებს;
  • ცოფის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის წინ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე, მოწოდებულია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება;
  • მიუსაფარი ცხოველების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ შესაბამის ორგანოებს;
  • არ მიუახლოვდეთ, მოერიდეთ გარეულ ცხოველებთან კონტაქტს და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ამ ცხოველებს თქვენი არ ეშინიათ. ეს არ არის მათი ნორმალური ქცევა და დიდი ალბათობით ცოფით ინფიცირების მანიშნებელია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/rabies/symptoms-causes/syc-20351821