კუჭის შეკრულობისგან ყვავილოვანი კომბოსტო დაგიცავთ

კუჭის შეკრულობისგან ყვავილოვანი კომბოსტო დაგიცავთ

თქვენი ჯანმრთელობისთვის ყვავილოვანი კომბოსტო ერთ-ერთი გამორჩეული ბოსტნეულია.

მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, საკვები ბოჭკოთი, მინერალებით, ანტიოქსიდანტებით.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია საკვები ბოჭკოთი და სითხით (წყალი) - აღნიშნული კომბინაციით ეს პროდუქტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, გიცავთ ყაბზობისგან (შეკრულობა).

ანტიოქსიდანტების მეშვეობით, ეს გემრიელი ბოსტნეული აძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და ორგანიზმს ანთებითი პროცესისგან, ბაქტერიებისა და ვირუსებისგან იცავს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჯანსაღი კვების დახმარებით მნიშვნელოვნად მცირდება მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი და მედიკოსები ადასტურებენ, რომ ჯანსაღი რაციონი ყვავილოვანი კომბოსტოსგან აუცილებლად უნდა შედგებოდეს.

ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვებით ხდება უჯრედოვანი მუტაციის პრევენცია და მნიშვნელოვნად მცირდება თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული ოქსიდაციური სტრესის ჩამოყალიბების რისკი.

ყვავილოვანი კომბოსტო დაბალკალორიულია, თუმცა ადამიანს კარგად ანაყრებს, შესაბამისად, რეკომენდებულია დიეტის დროს ან ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად.

ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ქოლინს, რომელიც აუცილებელია მშვიდი ძილისთვის, კუნთებისა და მეხსიერებისთვის.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/282844#diet