მუცლის არეში ზედმეტი ცხიმი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
ღიპის მოშორებით, შესაბამისად, ზედმეტი წონის დაკლებით მნიშვნელოვნად შეამცირებთ გულის დაავადებებისა და დიაბეტი ტიპი ორის განვითარების რისკს.
სამწუხაროდ, ბუნებაში არ არსებობს ერთი ჯადოსნური კვების რაციონი, რომელიც თქვენთვის სასურველ წონას დაგიბრუნებთ, თუმცა ფიზიკური აქტივობითა და ჯანსაღი კვებით ზედმეტი წონის დამარცხება ნამდვილად შესაძლებელია.
ამასთან, არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც მუცლის არეში ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ. ვიდრე პროდუქტების სიას წარმოგიდგენთ, სასმელზეც გავამახვილებთ ყურადღებას - შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ჩაიც, რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი ეფექტური ცხიმის მწველი სითხე.
რეკომენდებულია დიდი რაოდენობით მიირთვათ ხილი, ბოსტნეული, ცილა, მთლიანი მარცვლეული, ჯანსაღი ცხიმი.
განსაკუთრებით ეფექტურია:
- ავოკადო;
- იოგურტი;
- ბანანი;
- კენკრა;
- ციტრუსი;
- შვრია;
- ყავისფერი ბრინჯი.
მაქსიმალურად შეზღუდეთ როგორც ტკბილი საკვები, ისე სასმელი.
წყარო:
https://www.cbsnews.com/news/eight-delicious-foods-that-help-fight-belly-fat/