თუ ქრონიკულად გაცემინებთ, გაწუხებთ ცხვირიდან გამონადენი და სიმპტომებს ვერაფერს უკავშირებთ

თუ ქრონიკულად გაცემინებთ, გაწუხებთ ცხვირიდან გამონადენი და სიმპტომებს ვერაფერს უკავშირებთ

გეცნობათ ეს სიმპტომები?

არაალერგიული რინიტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ქრონიკულად გაცემინებთ, ცხვირის ღრუ დახშული/დაგუბებული გაქვთ ან გაწუხებთ ცხვირიდან გამონადენი და სიმპტომებს ვერაფერს უკავშირებთ, ანუ გამომწვევი მიზეზი უცნობია.

არაალერგიული რინიტის სიმპტომები ძალიან ჰგავს ალერგიულ რინიტს.

აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში, თუმცა ყველაზე ხშირად ჩნდება 20 წელს გადაცილებულ პირებში.

ექიმი დიაგნოზს (არაალერგიული რინიტი) ადასტურებს მას შემდეგ რაც გამორიცხავს ალერგიას. ზუსტი დიაგნოსტირებისთვის საჭიროა სისხლის ანალიზი ან ალერგიისთვის განკუთვნილი ტესტები.

არაალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • ცხვირის ღრუს დახშობა ან გამონადენი ცხვირიდან;
  • ცემინება;
  • ლორწო ყელში;
  • ხველა.

გამომწვევი მიზეზი

არაალერგიული რინიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გამომწვევი მიზეზებია:

  • გარემოში არსებული გამღიზიანებლები (მტვერი, ნისლი,სიგარეტის მეორეული კვამლი, სუნამოს სუნი, ქიმიური გამონაბოლქვი და სხვა);
  • ამინდის ცვლილება;
  • ინფექცია;
  • ზოგიერთი საკვები და სასმელი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • ჰორმონული ცვლილებები;
  • ზურგზე წოლა, ძილის აპნოე და მჟავა რეფლუქსი.

გართულებული კლინიკური შემთხვევა

არაალერგიული რინიტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს:

  • ცხვირის პოლიპებთან;
  • სინუსიტთან;
  • მოსალოდნელია, რომ ადამიანს დისკომფორტის გამო ხელი ეშლებოდეს ყოველდღიურ საქმიანობაში.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/nonallergic-rhinitis/symptoms-causes/syc-20351229