კორონავირუსი 140-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 1 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 72 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 193 ადამიანი.
ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 554 და დაიღუპა 30, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 40 266 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 395 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 960 და დაიღუპა 29 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 3 932 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 161 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 25 737 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 564 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 287 ადამიანი და დაიღუპა 14.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 823 626 პაციენტს შეადგენს.
წყარო: