თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, სავარაუდოდ, ორგანიზმს მზის სხივების ვიტამინი აკლია

თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, სავარაუდოდ, ორგანიზმს მზის სხივების ვიტამინი აკლია

რა ფუნქციას ასრულებს D ვიტამინი ორგანიზმში?

D ვიტამინი ცნობილია მზის სხივების ვიტამინის სახელწოდებითაც და სასარგებლოა როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

მზის სხივების ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, მონაწილეობს კალციუმის ცვლაში, დადებითად აისახება გუნება-განწყობილებაზე.

D ვიტამინი რეკომენდებულია ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის, გიცავთ რაქიტისგან და ოსტეოპოროზისგან.

D ვიტამინის მეშვეობით მნიშვნელოვნად მცირდება ინფექციის განვითარების რისკი - გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.

ეს ვიტამინი გავლენას ახდენს ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფატისა და რკინის შეწოვაზე, პასუხისმგებელია ძვალ-სახსროვანი სისტემის გამართულ მუშაობასა და ნერვული სისტემის სათანადო ფუნქციონირებაზე.

ორგანიზმში D ვიტამინი დიდი რაოდენობით გამომუშავდება მზის სხივებით (ანუ როცა ადამიანი მზეზე სეირნობს, მზის გულზე იმყოფება).

D ვიტამინის ბუნებრივი გზით მიღების წყარო მზის სხივებია, ხოლო 10% საკვებიდან (თევზი, სოკო, რძე, იოგურტი, მარცვლეული, ფორთოხლის წვენი, კვერცხი და სხვა) წარმოიქმნება.

რა სიმპტომები ვლინდება დეფიციტის დროს?

ზრდასრულებში D ვიტამინისდეფიციტი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • დაღლილობა;
  • კუნთების სისუსტე;
  • სახსრებისა და ძვლის ტკივილი;
  • ხშირი მოტეხილობა (ძვლის მოტეხილობისკენ მიდრეკილება);
  • დეპრესია;
  • გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება;
  • თმის ცვენა;
  • სუსტი და მტვრევადი ფრჩხილები;
  • ადამიანს რთულად უხორცდება ჭრილობა, შეხორცების პროცესი გახანგრძლივებულია.

ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • გაღიზიანებადობა;
  • პატარა მოდუნებულია, უხალისოდაა;
  • ძვლის ხშირი მოტეხილობა;
  • ძვლის ტკივილი;
  • კბილების დეფორმაცია;
  • ადეკვატურ ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები.

რა პათოლოგიები ყალიბდება D ვიტამინის დეფიციტის დროს?

ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის გამო მნიშვნელოვნად იზრდება შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:

  • რაქიტი;
  • ოსტეომალაცია;
  • ოსტეოპოროზი;
  • დიაბეტი;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • დეპრესია;
  • შფოთვა;
  • აუტოიმუნური დაავადებები და სხვა.

ვინ უნდა ჩაიტაროს ანალიზი?

ანალიზი რეკომენდებულია შემდეგ კლინიკურ შემთხვევებში:

  • სიმპტომებიდან გამომდინარე ეჭვობთ, რომ ორგანიზმს D ვიტამინი აკლია;
  • ოსტეოპოროზის დიაგნოზის შემთხვევაში;
  • მალაბსორბციის სინდრომის დიაგნოზის დროს;
  • გაწუხებთ ჭარბი წონა;
  • გაქვთთირკმლის ქრონიკული დაავადება და სხვა.

რას გთავაზობთ ჩვენი ლაბორატორია?

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში აი-ლაბ I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ D ვიტამინის ანალიზს.

თბილისში მდებარე ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ სპეციალური ანალიზი, რომელიც სისხლში D ვიტამინის განსაზღვრას გულისხმობს.ენდოკრინოლოგი სწორედ ამ ანალიზის პასუხის შესაბამისად ნიშნავს მედიკამენტის ადეკვატურ დოზას.

ჩვენს ლაბორატორიაში გელით უსაფრთხო და კომფორტული გარემო - დაწესებულებაში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი ყველა პროტოკოლი.

აი-ლაბ I-Lab-ში სრულიად ურიგოდ, თქვენთვის სასურველ დროს ჩაიტარებთ ანალიზს და არ მოგიწევთ დღის განრიგის შეცვლა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: ilabgeo@gmail.com