გულის ფრიალი გახშირებული ან გაძლიერებული გულისცემაა.
გულის ფრიალი შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრესით, ვარჯიშით, მედიკამენტით ან იშვიათად, სხვადასხვა დაავადების გამო.
უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ უმეტესად უვნებელია. თუმცა იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში სერიოზული მდგომარეობის, მაგალითად, არითმიის სიმპტომია, რაც სათანადოდ მკურნალობას საჭიროებს.
სიმპტომები
გულის ფრიალის დროს პაციენტს აქვს შეგრძნება რომ:
- პულსაცია სათანადო არაა;
- გული სწრაფად თრთის;
- გულისცემა სწრაფია;
- სწრაფად და ძლიერად იკუმშება.
შეიძლება გულის ფრიალს გრძნობდეთ ყელის, კისრის ან გულმკერდის არეში. ამ უსიამოვნო შეგრძნებას შეიძლება უჩიოდეთ როგორც აქტიურ, ისე მოსვენებულ მდგომარეობაში.
როდის მივმართოთ ექიმს?
აჩქარებული გულისცემა თუ იშვიათად ვლინდება და ისიც მხოლოდ რამდენიმე წამით, საშიში არაა.
თუ ანამნეზში აღნიშნულია გულის დაავადება ან ხშირი გულის ფრიალი, სასურველია მდგომარეობა ექიმმა შეაფასოს - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ დგინდება არის თუ არა აჩქარებული გულისცემა რომელიმე დაავადების სიმპტომი.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გულის ფრიალს თან ახლავს შემდეგი ნიშნები:
- დისკომფორტი ან ტკივილი გულმკერდის არეში;
- მწვავე სუნთქვის უკმარისობა;
- ძლიერი თავბრუსხვევა;
- გულის წასვლის შეგრძნება.
გამომწვევი მიზეზი
გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- სტრესი, შფოთვა, პანიკური შეტევა;
- დეპრესია;
- ძლიერი ფიზიკური დატვირთვა/ვარჯიში;
- სხვადასხვა სტიმულანტი;
- სიცხე;
- მენსტრუაციით, ორსულობითა თუ მენოპაუზით გამოწვეული ჰორმონული ცვლილებები;
- ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ან შემცირებული რაოდენობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heart-palpitations/symptoms-causes/syc-20373196