რა არის ოსტეომალაცია?
ოსტეომალაცია ძვლების დარბილებაა, რაც უმეტესად გამოწვეულია D ვიტამინის მწვავე დეფიციტის გამო.
ოსტეომალაციის დროს მნიშვნელოვნად იზრდება მოტეხილობების რისკი.
ძვლების გაძლიერების მიზნით, აუცილებელია ორგანიზმში D ვიტამინისა და კალციუმის დონის მომატება - მკურნალობის კურსი ინიშნება მხოლოდ შესაბამისი დიაგნოსტირების შემდეგ.
სიმპტომები
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ოსტეომალაციის ადრეულ სტადიაზე პაციენტი არ უჩივის სპეციფიკურ სიმპტომებს, თუმცა პათოლოგიისთვის დამახასიათებელი ნიშნები ვლინდება რენტგენისა და სხვა დიაგნოსტიკური კვლევების მეშვეობით.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად პაციენტი გრძნობს ძვლის ტკივილსა და კუნთების სისუსტეს.
აღსანიშნავია, რომ ოსტეომალაციისთვის დამახასიათებელი ყრუ ტკივილი უმეტესად ვლინდება წელის, მენჯის, თეძოსა და ფეხების არეში. ტკივილი განსაკუთრებით მწვავდება ღამით.
გამომწვევი მიზეზი
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- D ვიტამინის დეფიციტი;
- გარკვეული ქირურგიული პროცედურები;
- ცელიაკიის დაავადება;
- ღვიძლის ან თირკმლის პათოლოგიები;
- ზოგიერთი მედიკამენტი.
ოსტეომალაციის განვითარების რისკი მაღალია იმ პირებში, ვისი კვების რაციონიც არ შედგება D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებისგან ან სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებენ მზის სხივების ბუნებრივი გზით შეთვისებას.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/osteomalacia/symptoms-causes/syc-20355514