რა სიმპტომებით ვლინდება მწვავე სინუსიტი?

რა სიმპტომებით ვლინდება მწვავე სინუსიტი?

რა არის მწვავე სინუსიტი?

მწვავე სინუსიტის დროს ცხვირის გარშემო მდებარე ღრუები (სამედიცინო ენაზე სინუსები) შესიებულია და ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. შედეგად ლორწო გროვდება და ფერხდება ნორმალური განვლადობა (დრენირება).

მწვავე სინუსიტით ავადობის დროს პაციენტს უჭირს ცხვირით სუნთქვა, შეინიშნება შეშუპება/შესიება თვალებისა და სახის არეში, სავსებით შესაძლებელია უჩიოდეთ სახის თუ თავის ტკივილს (ერთგვარი ფეთქვა).

ძირითადი გამომწვევი მიზეზია გაციება. თუ 12 კვირის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ექიმი ადასტურებს ქრონიკული სინუსიტის არსებობას.

სიმპტომები

მწვავე სინუსიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • ცხვირიდან ან ყელიდან სქელი, მოყვითალო თუ მომწვანო ფერის გამონადენი;
  • ცხვირის ღრუს დაგუბების გამო ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
  • ტკივილი, შეშუპება, დაჭიმულობა, ერთგვარი წნევის შეგრძნება თვალების, ლოყების, ცხვირისა თუ შუბლის არეში (დისკომფორტი განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება, როცა იხრებით).

შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც, კერძოდ:

  • წნევა, ზეწოლა ყურში;
  • თავის ტკივილი;
  • კბილების ტკივილი;
  • ხველა;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
  • დაღლილობა;
  • სიცხე.

გამომწვევი მიზეზი

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მწვავე სინუსიტის გამომწვევი მიზეზია გაციება (ვირუსული ინფექცია). ზოგჯერ ვითარდება ბაქტერიული ინფექციის შედეგად.

სინუსიტის განვითარების რისკის წინაშე ხართ შემდეგი მდგომარეობების გამო:

  • გაქვთ სიცხე ან ალერგია;
  • ანამნეზში ცხვირის პოლიპები ან სიმსივნე;
  • კისტური ფიბროზი ან სხვა იმუნური სისტემის დარღვევა;
  • ხართ თამბაქოს მომხმარებელი ან პასიური მწეველი (ანუ ადამიანი, რომელიც სხვის კვამლს ჩაისუნთქავს).

გართულებული შემთხვევა

მწვავე სინუსიტით გამწვავებული, სერიოზული კლინიკური შემთხვევები ძალიან იშვიათია.

თუმცა თუ გართულდა შესაძლოა გამოვლინდეს:

  • ქრონიკული სინუსიტი;
  • მენინგიტი;
  • ოსტეომიელიტი ან ცელულიტი;
  • მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/acute-sinusitis/symptoms-causes/syc-20351671