რატომ ვახველებთ?
ხველა ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია/პასუხია ხახასა და სასუნთქ გზებში არსებულ სხვადასხვა გამღიზიანებელზე.
გამღიზიანებელი ასტიმულირებს ნერვს, საპასუხოდ ტვინი გზავნის იმპულსს ტვინში. მიღებული სიგნალის შესაბამისად ტვინი უკავშირდება გულმკერდსა და მუცლის ღრუში მდებარე კუნთებს - საბოლოო ჯამში გამღიზიანებლის მოშორების მიზნით, ფილტვიდან ჰაერის ძლიერი ნაკადი მოედინება.
თუ იშვიათად ახველებთ (ნორმალური სიხშირის ხველა) საშიში არ არის და ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ გაქვთ, თუმცა თუ ამ დისკომფორტით რამდენიმე კვირაა იტანჯებით და ხველას თან ახლავს ფერშეცვლილი თუ სისხლიანი ნახველი, სავარაუდოდ, დიდი ალბათობით საქმე სერიოზულ პრობლემასთან გაქვთ.
ხველა ქრონიკულია, როცა ზრდასრული ახველებს 8 კვირის და მეტი დროის განმავლობაში. ბავშვებში ეს დიაგნოზი დასტურდება იმ შემთხვევაში თუ პატარას ხველამ არ გაუარა 4 კვირის შემდეგაც კი.
ხანგრძლივი დროით ხველის გამო ადამიანი ხშირად უჩივის უძილობას ან ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს. ძლიერი ხველა იწვევს ნეკნის მოტეხილობას, დაღლილობას, გულისრევას, თავბრუსხვევას, გულის წასვლას, შარდის შეუკავებლობას.
გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის შედეგად ქრონიკული ხველა განკურნებადია.
გამომწვევი მიზეზი
ხშირი, გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- გაციება;
- გრიპი;
- კვამლის, მტვრის, უცხო სხეულის, ქიმიკალის ჩასუნთქვა;
- პნევმონია (ფილტვების ანთება);
- ყივანახველა.
გავრცელებული გამომწვევი მიზეზები (ქრონიკული):
- ალერგია;
- ასთმა;
- ბრონქიტი;
- გასტროეზოფაგური რეფლუქსი.
სხვა მიზეზებია:
- მწვავე სინუსიტი;
- ბრონქოლიტი;
- ქრონიკული სინუსიტი;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- კორონავირუსი;
- კისტური ფიბროზი;
- ემფიზემა;
- გულის უკმარისობა;
- ლარინგიტი;
- ფილტვის კიბო;
- ტუბერკულიოზი და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
დაუკავშირდით ექიმს თუ ზრდასრულს (ან ბავშვს) რამდენიმე კვირის შემდეგაც ახველებს და ხველას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- სქელი, მომწვანო-მოყვითალო ნახველი;
- ხრიალი;
- სიცხე;
- სუნთქვის უკმარისობა;
- გულის წასვლის შეგრძნება;
- წონის კლება ან კოჭის შეშუპება/შესიება.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ ზრდასრულს ან ბავშვს გამოუვლინდა შემდეგი სიმპტომები:
- იხრჩობა ან აღებინებს;
- უჭირს სუნთქვა ან ყლაპვა;
- ამოახველა სისხლიანი ან მოვარდისფრო ნახველი;
- უჩივის ტკივილს გულმკერდის არეში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/cough/basics/definition/sym-20050846