იმუნური სისტემის დარღვევა, რომლის გამოც ადამიანი თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალეს უჩივის

იმუნური სისტემის დარღვევა, რომლის გამოც ადამიანი თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალეს უჩივის

რა არის შოგრენის სინდრომი?

იგი წარმოადგენს იმუნური სისტემის დარღვევას, რომელიც დგინდება/იდენტიფიცირდება ორი ძირითადი სიმპტომის მეშვეობით და ეს სიმპტომებია: თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალე.

შოგრენის სინდრომი ხშირად თან ახლავს იმუნური სისტემის სხვა დარღვევებს, მაგალითად, რევმატოიდულ ართრიტსა და ლუპუსს (მგლურა).

ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია 40 წელს გადაცილებულ პაციენტებში.

უმეტესად ქალები ავადობენ - მკურნალობის კურსის მთავარი მიზანი სიმპტომების შემსუბუქებაა.

სიმპტომები

როგორც უკვე მოგახსენეთ, სინდრომის ძირითადი სიმპტომებია თვალებისა და პირის ღრუს სიმშრალე.

პაციენტს შეიძლება აწუხებდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად:

  • სახსრების ტკივილი, შეშუპება და გაშეშება;
  • სანერწყვე ჯირკვლების შესიება/შეშუპება;
  • კანის გამოშრობა ან გამონაყარი;
  • ვაგინალური სიმშრალე;
  • მუდმივი მშრალი ხველა;
  • ხანგრძლივი დაღლილობა.

გამომწვევი მიზეზი

ვინაიდან სინდრომი ავტოიმუნური დარღვევაა, იმუნიტეტი შეცდომით ორგანიზმის უჯრედებსა და ქსოვილებს ესხმის თავს, უტევს.

მეცნიერებმა სინდრომის ჩამოყალიბების ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ იციან, თუმცა თვლიან, რომ დარღვევის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ზოგიერთი გენი.

გენეტიკასთან ერთად გასათვალისწინებელია ხელშემწყობი მექანიზმებიც, მაგალითად, ინფექცია, ვირუსი ან ბაქტერია.

შოგრენის სინდრომის დროს იმუნური სისტემა თავდაპირველად ვნებს საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლებს.

თუმცა სინდრომმა შესაძლოა დააზიანოს ორგანიზმის სხვადასხვა არე, მაგალითად:

  • სახსრები;
  • ფარისებრი ჯირკვალი;
  • თირკმელი;
  • ღვიძლი;
  • ფილტვები;
  • კანი;
  • ნერვი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sjogrens-syndrome/symptoms-causes/syc-20353216