რა კავშირი აქვს გულისრევას და ღებინებას ღვიძლის ჰემანგიომასთან?

რა კავშირი აქვს გულისრევას და ღებინებას ღვიძლის ჰემანგიომასთან?

რა არის ღვიძლის ჰემანგიომა?

ღვიძლის ჰემანგიომა ღვიძლში არსებული არაკანცეროგენული მასაა. ჰემანგიომა შედგება სისხლძარღვების გროვისგან.

როგორც წესი, დიაგნოზს ადგენენ შემთხვევით, ანუ სრულიად სხვა მიზეზით დანიშნული კვლევის დროს.

უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის ჰემანგიომა რომ აქვს.

ბევრი ადამიანი არ საჭიროებს მკურნალობას. კლინიკურ შემთხვევათა მცირე ნაწილში ღვიძლის ჰემანგიომა ზომაში იზრდება და გარკვეულ სიმპტომებს იწვევს, შესაბამისად, მკურნალობა ხდება საჭირო. მედიკოსებმა არ იციან თუ ზოგჯერ რა მიზეზით რთულდება ჰემანგიომა.

შესაძლოა ზოგიერთი პირისთვის არაკომფორტული იყოს იმის გააზრება, რომ ღვიძლში გარკვეული მასა აქვს. არ არსებობს, არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ როდესმე არანამკურნალებელი ჰემანგიომა ღვიძლის კიბოდ გადაქცეულიყოს.

სიმპტომები

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ჰემანგიომა არ იწვევს რაიმე ნიშანს, ანუ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

თუ სიმპტომურად გამოვლინდა, ფიქსირდება შემდეგი ნიშნები:

  • ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა არეში;
  • მცირე რაოდენობის საკვების მიღების შემდეგაც კი ადვილად დანაყრება;
  • გულისრევა;
  • ღებინება.

გამომწვევი მიზეზი

ღვიძლის ჰემანგიომის ფორმირების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მედიკოსების აზრით, ჰემანგიომა თანდაყოლილია.

შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, თუმცა დიაგნოსტირება უფრო ხშირია 30-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში.

მამაკაცებთან შედარებით ღვიძლის ჰემანგიომა უფრო ხშირად ქალებს აქვთ.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/liver-hemangioma/symptoms-causes/syc-20354234