როგორ შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში?

როგორ შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა მსოფლიოში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 31 მარტის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 57 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 301 ადამიანი.

ბოლო 24 საათში წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1093 და დაიღუპა 22, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 31 131 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 733 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 131 და დაიღუპა 8 ადამიანი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 4020 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 142 გარდაიცვალა, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 20 935 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 379 ადამიანის სიცოცხლე, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 300 ადამიანი და დაიღუპა 17.

ცნობისათვის, კორონავირუსი 140-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 750 890 პაციენტს შეადგენს.