რომელი სინდრომის სიმპტომებია წონის მატება, სტრიები, დაღლილობა, თავის ტკივილი, აკნე?

რომელი სინდრომის სიმპტომებია წონის მატება, სტრიები, დაღლილობა, თავის ტკივილი, აკნე?

გეცნობათ რომელიმე სიმპტომი?

ეს და სხვა გავრცელებული სიმპტომები შესაძლოა კუშინგის სინდრომის არსებობაზე მიუთითებდეს.

რა არის კუშინგის სინდრომი?

კუშინგის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში ჭარბი რაოდენობის ჰორმონი კორტიზოლი ხანგრძლივი დროით ცირკულირებს. ეს სინდრომი ცნობილია ჰიპერკორტიზოლიზმის სახელწოდებითაც.

სინდრომის მკურნალობის მთავარი მიზანი ორგანიზმში კორტიზოლის დონის რეკომენდებულ, ნორმალურ მაჩვენებელზე დაბრუნებაა - შედეგად უმჯობესდება სიმპტომები. რაც უფრო დროულად დაიწყებთ მკურნალობას, გამოჯანმრთელების შანსიც იზრდება.

სიმპტომები

სიმპტომები მრავალფეროვანია.

კუშინგის სინდრომის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • წონის მატება და ცხიმოვანი ქსოვილების დეპოზიტები;
  • იისფერი ან ვარდისფერი სტრიები მუცლის, თეძოს, მკერდისა და მკლავის არეში;
  • თხელი, სუსტი კანი, რომელიც მიდრეკილია მარტივად ჩალურჯებისკენ;
  • ნელა ხორცდება ნაკაწრი, ხანგრძლივი დრო სჭირდება ინფექციით თუ მწერის ნაკბენით მიყენებული დაზიანების შეხორცებას;
  • აკნე.

ქალებში კუშინგის სინდრომი ვლინდება სხვა დამატებითი ნიშნებით:

  • ჭარბთმიანობა სახესა და ტანზე;
  • არარეგულარული მენსტრუაცია.

კაცებში სინდრომი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • ერექციული დისფუნქცია;
  • დაქვეითებული შვილოსნობის უნარი.

შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებითაც, კერძოდ:

  • ძლიერი დაღლილობა;
  • კუნთების სისუსტე;
  • დეპრესია, შფოთვა და გაღიზიანება;
  • ემოციური კონტროლის დაკარგვა;
  • შემეცნებით უნართან დაკავშირებული პრობლემები;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • თავის ტკივილი;
  • კანის მომატებული პიგმენტაცია;
  • ძვლის განლევა.

გამომწვევი მიზეზი

ჰორმონ კორტიზოლის მომატებული დონე კუშინგის სინდრომის განვითარების მიზეზია.

სავსებით შესაძლებელია სინდრომი სხეულის გარე ფაქტორებიდანაც მომდინარეობდეს, მაგალითად, ჩამოყალიბდეს კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების (ინექციაც კი) დიდი დოზით თუ ხანგრძლივი დროით მიღების შემთხვევაში.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სინდრომი შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმში ზედმეტი კორტიზოლის სინთეზის გამოც.

გართულებული შემთხვევა

არანამკურნალებელ შემთხვევაში კუშინგის სინდრომს ახასიათებს გართულება.

გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითია:

  • ოსტეოპოროზი;
  • ჰიპერტენზია;
  • დიაბეტი ტიპი 2;
  • ხშირი ან უჩვეულო ინფექციები;
  • კუნთის მასის დაკარგვა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cushing-syndrome/symptoms-causes/syc-20351310