მეცნიერები ადასტურებენ, რომ ფერი ადამიანზე ფსიქოლოგიურ ეფექტს ახდენს.
ლურჯი სწორედ ის ფერია, რომელიც ბუნებაში ყველაზე ხშირად გვხვდება. არ გაგვიკვირდება თუ ამ ფერის ხსენებაზე ზღვა გაგახსენდეთ, შესაბამისად, გონებაში შვებულების სასიამოვნო მომენტები ამოგიტივტივდეთ და განწყობაც გაგიუმჯობესდეთ.
ბევრ ადამიანში ეს ფერი სიმშვიდესთან ასოცირდება.
ზოგიერთი ადამიანისთვის ლურჯიერთგვარი გრილი ტონალობაა და არ არის გამორიცხული ამ შემთხვევაში ეს ფერი ყინულთან, დისტანციასთან ან სიცივესთანაც კი ასოცირდებოდეს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ლურჯ ფერთან დაკავშირებით:
- ბევრი ადამიანის საყვარელი ფერია და უმეტესად მამაკაცებს მოსწონთ;
- როგორც წესი, ლურჯ ფერს ახასიათებენ შემდეგი სიტყვებით: სიმშვიდე, წესრიგი, უსაფრთხოება;
- ვინაიდან ეს ფერი აღიქმება როგორც სტაბილურობისა და სანდოობის სიმბოლო,სხვადასხვა ორგანიზაცია ხშირად იყენებს სარეკლამო და მარკეტინგული მიზნით;
- თუმცა მნიშვნელოვანია რამდენად ინტენსიურადაა გამოყენებული ფერი - მაგალითად, როცა ფერწერულ ტილოებში ლურჯი ფერი დომინირებს (გამოხატულია მკვეთრად). ამ ტიპის ნამუშევარი ზოგიერთ ადამიანში ისეთ ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს როგორიცაა მარტოობა, მოწყენილობა, სევდა, უიმედობა;
- ხშირად ოფისის ინტერიერისთვის სწორედ ლურჯ ფერს ენიჭება უპირატესობა - სხვადასხვა კვლევის თანახმად, თანამშრომლები ლურჯად შეღებილ ოთახში მეტად პროდუქტიულები არიან;
- მიუხედავად მისი პოპულარულობისა, ლურჯი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მადისაღმძვრელი ფერია. უფრო მეტიც მეცნიერთა აზრით, დიეტაზე მყოფმა ადამიანმა ლურჯი ფერის თეფშიდან უნდა მიირთვას;
- შეიძლება გაგიკვირდეთ, თუმცა ლურჯ ფერს შეუძლია დააქვეითოს პულსის სიხშირე და სხეულის ტემპერატურა.
და თქვენში რა შეგრძნებას იწვევს ლურჯი ფერი?
წყარო:
https://www.verywellmind.com/the-color-psychology-of-blue-2795815