პნევმოთორაქსი ფილტვის კოლაფსით ვლინდება.
პათოლოგია ყალიბდება მაშინ, როდესაც ჰაერი აღწევს ფილტვებსა და გულმკერდის კედელს შორის მდებარე სივრცეში.
ფილტვის გარეთა ზედაპირზე ჰაერის წნევის გამო, აღნიშნული ორგანოს კოლაფსი ხდება.
აღსანიშნავია, რომ პნევმოთორაქსი შესაძლოა განვითარდეს სრულყოფილი ფილტვის კოლაფსით ან კოლაბირდეს ფილტვის მხოლოდ ერთი ნაწილი.
პნევმოთორაქსის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია გულმკერდის არეში ბლაგვი ან გამჭოლი ჭრილობით (ტრავმით) მიყენებული დაზიანება. შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფილტვის დაავადების თუ ზოგიერთი სამედიცინო პროცედურის გამოც.
თორაკოქირურგები განმარტავენ, რომ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება.
სიმპტომები
პნევმოთორაქსის ძირითადი სიმპტომი მოულოდნელად აღმოცენებული გულმკერდის ტკივილი და სუნთქვის უკმარისობაა.
გამომწვევი მიზეზი
პათოლოგიის გამომწვევი მიზეზებია:
- ტრავმა გულმკერდის არეში;
- ფილტვის დაავადება;
- ჰაეროვანი ბუშტების რუპტურა;
- მექანიკური ვენტილაცია.
რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- სქესი (მამაკაცები უფრო ხშირად ავადობენ);
- თამბაქოს მოხმარება;
- გენეტიკა.
დიაგნოსტირება
პნევმოთორაქსის დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:
- გულმკერდის რენტგენი;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
პნევმოთორაქსის მკურნალობის მეთოდები
მოგეხსენებათ, კოლაბირებული ფილტვი სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიას წარმოადგენს.
მკურნალობის საწყის ეტაპზე აუცილებელია ჩატარდეს პლევრის ღრუს პუნქცია, ანუ დაგროვილი ჰაერის ამოტუმბვა. თუ აღნიშნული მეთოდი ეფექტური არ აღმოჩნდება, თორაკალური ქირურგი მიმართავს მეთოდს, რომელსაც ეწოდება პლევრის ღრუს დრენირება, ჰაერის აქტიური ასპირაციით. სავსებით შესაძლებელია აღნიშნული მინი ოპერაციაც უშედეგო აღმოჩნდეს და ფილტვის ქსოვილი არ გაიშალოს - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში ინიშნება ოპერაცია!
ოპერაციის დროს იკერება დაზიანებული ფილტვის ქსოვილი, ხოლო შემდგომი დაკვირვებისთვის (ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის), ფილტვის სრულ გაშლამდე, დრენაჟის ჩაყენება ხდება საჭირო.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pneumothorax/diagnosis-treatment/drc-20350372