შეშუპებამ შეიძლება მოიცვას ფეხის ნებისმიერი არე.
შესიება შეიძლება შენიშნოთ როგორც ტერფის, ისე კოჭის, წვივისა თუ თეძოს არეში.
შეშუპების, შესიების მიზეზი შესაძლოა იყოს სითხის დაგროვება ან დაზიანებული თუ ტრავმირებული ქსოვილებისა და სახსრების ანთება. ზოგჯერ ფეხის შეშუპება ისეთი სერიოზული პათოლოგიების სიმპტომია როგორიცაა გულის დაავადება ან სისხლის კოლტები.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბევრ კლინიკურ შემთხვევაში მიზეზის იდენტიფიცირება მარტივია, ანუშეშუპებას იწვევს ტრავმა, ხანგრძლივი დროით ფეხზე დგომა ან ჯდომა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარება გჭირდებათ თუ სრულიად უმიზეზოდ შენიშნეთ შესიება ფეხის არეში და ვერ ხვდებით რატომ გაწუხებთ ტკივილი. ამ სიმპტომებთან ერთად თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი ან სხვა დამახასიათებელი ნიშნები, სავსებით შესაძლებელია სიმპტომატიკა დაკავშირებული იყოს გულის დაავადებასთან თუ ფილტვებში სისხლის კოლტების არსებობასთან.
როდის მივმართოთ ექიმს?
სასწრაფო სამედიცინო დახმარება გჭირდებათ თუ ფეხი დაგისივდათ და შესიებას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- სუნთქვის გაძნელება;
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
- სისხლის ამოხველება.
სასწრაფო დახმარება გჭირდებათ თუ ფეხის შეშუპება:
- აღმოცენდა მოულოდნელად და სრულიად უმიზეზოდ, ანუ ვერაფერს უკავშირებთ;
- გამოწვეულია ფიზიკური ტრავმის გამო (ავტოავარია, სპორტული დაზიანება, დაცემა და სხვა);
- ვლინდება ერთ ფეხზე და გაწუხებთ ტკივილი ან შენიშნეთ რომ კანი ფერმკრთალია.
რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია შემდეგ კლინიკურ შემთხვევებში
ფეხის შეშუპება, ფეხის დასიება ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას და არ აქვს მნიშვნელობა გამომწვევ მიზეზს. როგორც კი შესაძლებელი იქნება გაიარეთ მედიკოსის კონსულტაცია და დროულად დაადგინეთ დიაგნოზი, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/leg-swelling/basics/definition/sym-20050910