საშიშია თუ არა იდაყვის ტკივილი?
ძირითადად, იდაყვის ტკივილი არ არის სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა, თუმცა ჩივილი არაკომფორტულია და ხშირად იწვევს პაციენტის გაღიზიანებას.
იდაყვი რთული, კომპლექსური სახსარია, რომლის მეშვეობითაც მოხრა და გაშლა, ხელის ბრუნვა შეგვიძლია. სწორედ ამიტომ ჩივილის აღწერის დროს ზოგჯერ პირს უჭირს იმის თქმა თუ კონკრეტულად რომელი მოძრაობის გამო გრძნობს ტკივილს.
გამომწვევი მიზეზი
იდაყვის ტკივილი ხშირად გამოწვეულია ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის გამო, მაგალითად, შეიძლება მისდევდეთ ისეთ სპორტულ აქტივობას, გქონდეთ ჰობი თუ სამსახური, სადაც ხელის, მაჯის თუ მხრის ხშირი მოძრაობა გიწევთ.
სხვა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- მხრის მოტეხილობა;
- ბურსიტი;
- იდაყვის ღრძობა;
- ოსტეოართრიტი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- დაჭიმულობა;
- სტრესული მოტეხილობა;
- ტენდინიტი;
- ნერვთან დაკავშირებული პრობლემა და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ შენიშნეთ:
- იდაყვის თვალსაჩინო დეფორმაცია;
- ძვლის გამოვარდნა (ღია მოტეხილობა).
დაუკავშირდით ექიმს თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:
- ძლიერი ტკივილი, შეშუპება და ჩალურჯება სახსრის გარშემო;
- ვერ ამოძრავებთ იდაყვს სათანადოდ.
რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია შემდეგ შემთხვევებში:
- თვითმკურნალობის მიუხედავად არ გაყუჩდა იდაყვის ტკივილი, არ გაუმჯობესდა მდგომარეობა;
- იდაყვი მაშინაც კი გტკივათ, როცა მოსვენებულ მდგომარეობაში იმყოფებით და მხარს არ ამოძრავებთ;
- დაზიანებულ არეში იმატა სიწითლემ, შეშუპებამ ან ტკივილმა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/elbow-pain/basics/definition/sym-20050874