რა არის ატელექტაზი?
ატელექტაზი ფილტვის ან მისი წილის მთლიანი, ან ნაწილობრივი კოლაფსია. ეს მდგომარეობა ყალიბდება მაშინ, როდესაც ფილტვის ალვეოლები იჩუტება ან სითხით ივსება.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ოპერაციის შემდეგ ატელექტაზი სუნთქვის გართულების ერთ-ერთი გავრცელებული სახეა, რომელიც განპირობებულია აეროდინამიკის დარღვევით.
ამასთან, სავსებით შესაძლებელია პათოლოგია წარმოადგენდეს სხვადასხვა რესპირატორული პრობლემის (კისტური ფიბროზი, ფილტვის სიმსივნე, გულმკერდის ტრავმა, სითხე ფილტვში) გართულებას.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ატელექტაზის მიზეზია უცხო სხეულის ჩასუნთქვა.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებასა და კოლაფსის სიმძიმის ხარისხზე.
სიმპტომები
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პათოლოგია უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ატელექტაზისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- სუნთქვის უკმარისობა;
- სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა;
- ხრიალი;
- ხველა.
გამომწვევი მიზეზი
ატელექტაზი შესაძლოა ჩამოყალიბდეს სასუნთქი გზის ობსტრუქციით ან ფილტვზე გარეგანი წნევით (არაობსტრუქციული).
ობსტრუქციული ატელექტაზის მიზეზია:
- ლორწოვანი საცობი;
- უცხო სხეული;
- სიმსივნე სასუნთქ გზებში.
არაობსტრუქციული ატელექტაზის მიზეზები:
- ტრავმა;
- პნევმონია (ფილტვების ანთება);
- პნევმოთორაქსი;
- ფილტვის ქსოვილის დანაწიბურება;
- სიმსივნე.
რისკ-ფაქტორები
ატელექტაზის განვითარების რისკს წარმოადგენს:
- ხანდაზმული ასაკი;
- ნებისმიერი დაავადება, რომლის გამოც ადამიანს გადაყლაპვა უჭირს;
- ანამნეზში ფილტვის დაავადებები;
- ჩაგიტარდათ ოპერაცია მუცლის ღრუში ან გულმკერდზე;
- ჩაგიტარდათ ზოგადი ანესთეზია;
- ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც იწვევს ყლაპვის პრობლემას;
- ტრავმა, რომლის გამოც პირს აღენიშნება ტკივილი ხველის დროს ან ზედაპირული სუნთქვა;
- თამბაქო და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/atelectasis/symptoms-causes/syc-20369684