რა არის ამენორეა?
ამენორეა მენსტრუაციის არქონაა - ანუ, როცა ქალმა ერთხელ ან რამდენჯერმე გამოტოვა მენსტრუალური პერიოდი.
ამენორეას დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ქალს ციკლი მიყოლებით არ ჰქონია მინიმუმ სამჯერ ან მოზარდმა გოგონამ 15 წელს მიაღწია და პირველი მენსტრუაცია ჯერ არ დასწყებია.
ყველაზე გავრცელებული მიზეზია ორსულობა. სხვა გამომწვევი მიზეზებია რეპროდუქციულ ორგანოებთან ან ჰორმონების მარეგულირებელ ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები.
სიმპტომები
ამენორეას მთავარი სიმპტომი მენსტრუაციის გამოტოვებაა. გამომწვევ მიზეზზე დაყრდნობით, შესაძლოა ქალი უჩიოდეს სხვა სიმპტომებსაც.
მენსტრუაციის არქონასთან ერთად ვლინდება:
- დვრილიდან რძისმაგვარი გამონადენი;
- თმის ცვენა;
- თავის ტკივილი;
- მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები;
- ზედმეტი თმა სახეზე;
- ტკივილი მენჯის არეში;
- აკნე.
გამომწვევი მიზეზები
ამენორეას გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია.
ბუნებრივი მიზეზებია:
- ორსულობა;
- ძუძუთი კვება;
- მენოპაუზა.
შესაძლოა ციკლის დარღვევას იწვევდეს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და გარკვეული მდგომარეობების/დაავადებების სამკურნალოდ დანიშნული მედიკამენტები.
ცხოვრებისეული ფაქტორებით გამოწვეული:
- რეკომენდებულზე, ნორმალურზე დაბალი წონა;
- ძლიერი ფიზიკური დატვირთვა/ვარჯიში;
- სტრესი.
ასევე გასათვალისწინებელია ჰორმონული დისბალანსი და სტრუქტურული პრობლემები.
ამენორეას გამო იზრდება უნაყოფობის და ოსტეოპოროზის განვითარების რისკი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/amenorrhea/symptoms-causes/syc-20369299