დღეს ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში არასასურველი თმის მოცილება შესაძლებელია.
თუმცა ხშირად ეს მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა, რადგან ჭარბთმიანობის უშუალო გამომწვევი მიზეზის მკურნალობა არ ხდება.
ქალებში ჭარბთმიანობის ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია მუქი ფერის, ხისტი თმის გაჩენა სხეულის იმ ადგილებში (სახე, მუცელი, ზურგი, გულმკერდი), სადაც თმა უფრო ხშირად მამაკაცებს აქვთ.
თუ ნიკაპსა და სახეზე (ქალებში) თმა შენიშნეთ, ეს ნორმალურია და უჩვეულო ამაში არაფერია. თუმცა საყურადღებოა იმ შემთხვევაში თუ სწრაფად, ასევე დიდი რაოდენობით იზრდება.
ნიკაპზე ამოსული თმის ყველაზე გავრცელებული მიზეზია წონის მატება და წონის კლება. მოგეხსენებათ, სიმსუქნის გამო ჰორმონების ბალანსი ირღვევა, რაც ვიზუალურად ჭარბთმიანობით ვლინდება.
ასევე საყურადღებოა მემკვიდრეობითი ფაქტორი - თუ გენეტიკაში ჭარბთმიანობა გაქვთ, მემკვიდრულ წინასწარგანწყობას უბრალოდ ვერსად გაექცევით. აღსანიშნავია, რომ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, შუა აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში მცხოვრები ქალბატონები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ჭარბთმიანობისკენ.
სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი;
- კუშინგის სინდრომი;
- ასაკი (პოსტმენოპაუზური);
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი).
წყარო:
https://www.cosmopolitan.com/uk/body/health/a12786725/chin-hair/