შავი შოკოლადი - ორგანიზმისთვის სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი

შავი შოკოლადი - ორგანიზმისთვის სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი

გიყვართ შავი შოკოლადი?

შავი შოკოლადი მდიდარია მინერალებით.

ამ გემრიელი პროდუქტის მთავარი ინგრედიენტი, კაკაო, შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებს. ანტიოქსიდანტი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და სხეულს ოქსიდაციური სტრესისგან იცავს. ოქსიდაციური სტრესი, ასევე თავისუფალი რადიკალები ვნებს უჯრედსა და ქსოვილებს. ანტიოქსიდანტი ზრუნავს უჯრედების, ქსოვილების ჯანმრთელობაზე.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შავი შოკოლადი მნიშვნელოვნად ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას და ცუდი ქოლესტერინის დონეს, შესაბამისად, გულის დაავადებების განვითარებისგან გიცავთ.

შავი შოკოლადი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით.

მეცნიერთა აზრით, მინერალებით მდიდარი ტკბილი საკვები დადებითად აისახება გუნება-განწყობილებასა და ტვინის ფუნქციონირებაზე.

აღსანიშნავია, რომ რძიან და თეთრ შოკოლადთან შედარებით შავი შოკოლადი გაცილებით ნაკლებ შაქარს შეიცავს. სხვადასხვა სამეცნიერო კვლევის თანახმად, შავი შოკოლადი ხელს უწყობს წონის კლების პროცესს - ადამიანი გაცილებით მარტივად ნაყრდება და შიმშილის შეგრძნება აღარ აწუხებს.

კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ რძიანთან შედარებით შავი შოკოლადის მიღების შემთხვევაში, ადამიანი 17%-ით ნაკლებ კალორიას ითვისებს.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/dark-chocolate

https://www.healthline.com/nutrition/dark-chocolate-weight-loss#benefits