ძილში ვარდნის შეგრძნება - რეალურად რა ხდება ორგანიზმში, როცა ამ ტიპის სიზმარს ხედავთ?

ძილში ვარდნის შეგრძნება - რეალურად რა ხდება ორგანიზმში, როცა ამ ტიპის სიზმარს ხედავთ?

მოგითხრობთ ყველაზე გავრცელებულ სიზმარზე.

როდესმე დაგსიზმრებიათ თითქოს სიმაღლიდან ჩამოვარდით და ვიდრე მიწას მიუახლოვდებოდით შეშინებულს გაგეღვიძათ? ეს შეგრძნება ადამიანების უმეტესობისთვის კარგად ნაცნობია და სცენარი უსიამოვნო სიზმრებს შორის ყველაზე გავრცელებული.

რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

ვინაიდან სიზმარი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ამოუხსნელ ფენომენად ითვლება, მეცნიერები ერთ კონკრეტულ პასუხზე ვერ თანხმდებიან, იკვეთება რამდენიმე შესაძლო ფაქტორი.

ერთი თეორიის თანახმად, სიზმარი ჩვენი განწყობის ანარეკლია, შესაბამისად, სიმაღლიდან ვარდნა შეიძლება ჩაითვალოს უმწეობის, უიმედობის თუ უარყოფის სიმბოლოდ.

შეიძლება მსგავს სიზმარს იმიტომ ხედავთ, რომ კონკრეტულ მომენტში გაწუხებთ შემდეგი:

  • იტანჯებით არასტაბილურობის განცდით;
  • შფოთავთ;
  • გიჭირთ კონტროლი;
  • განცვიფრებული ხართ;
  • სხვაზე ხართ დამოკიდებული და სხვა.

გახსოვდეთ, ზოგიერთ შემთხვევაში კოშმარული სიზმარი პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის, შფოთვისა და ძილის დარღვევის ნიშანია.

ზოგიერთი მეცნიერი არ გამორიცხავს, რომ ძილში ვარდნის შეგრძნება იყოს თუნდაც ტვინის მიერ ადამიანის გაფრთხილება - მაგალითად, სავსებით შესაძლებელია ძილში საწოლის კიდესთან ახლოს იწვეთ.

მკლავის, ფეხის ან მთლიანი სხეულის კუნთების უნებლიე კრუნჩხვა, ძილში დაცემა/ტრიალი, ფენომენია, რომელსაც სხვადასხვა სახელწოდებით იცნობენ, მაგალითად: ჰიპნოზური რეფლექსი, ძილის დაწყება, ჰიპნოგოგიური რეფლექსი, მიოკლონური რეფლექსი და სხვა.

ძილის დროს ეს ფენომენი მაშინ ვლინდება, როდესაც კუნთები (ჩვეულებრივ, ფეხის) უნებლიედ და სწრაფად იკუმშება (ერთგვარი სპაზმი).

თუ მშვიდ ძილს ეს უსიამოვნო შეგრძნება გირღვევთ, რეკომენდებულია:

  • შეამციროთ კოფეინის დოზა;
  • ძილის წინ, გვიან საღამოს მოერიდეთ სხვადასხვა ტიპის აქტივობას, მაქსიმალურად მოადუნეთ ორგანიზმი;
  • შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესულ გარემოს.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/dreams-about-falling#someone-else-falling

https://theconversation.com/why-do-you-feel-like-youre-falling-when-you-go-to-sleep-62059