მუცლის შებერილობა გავრცელებული ჩივილია, რომლის გამოც ადამიანი ხშირად ვარდება უხერხულ სიტუაციაში.
უმეტესად, შებერილობის გამომწვევი მიზეზია ცხოვრების წესი და კვების რაციონი.
შებერილობის დროს მუცელი შესიებულია, როგორც წესი, საკვების მიღების შემდეგ. იშვიათად, რომ მუცლის შებერილობა სერიოზული დაავადების სიმპტომი იყოს, თუმცა ადამიანში იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს.
შებერილობას ყველაზე ხშირად იწვევს შემდეგი საკვები და სასმელი:
- ლობიო;
- ტკბილი, გაზიანი სასმელები;
- ხორბლეული;
- ხახვი;
- ნიორი;
- კომბოსტო;
- ბროკოლი;
- რძის პროდუქტები;
- ხელოვნური შაქრის შემცვლელი;
- ალკოჰოლური სასმელები;
- ვაშლი;
- მსხალი.
აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტები მდიდარია სასარგებლო ვიტამინებითა თუ მინერალებით, თუმცა ზოგიერთ ადამიანში დისკომფორტს იწვევს.
მოგეხსენებათ, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია, შესაბამისად, კუჭ-ნაწლავიც სხვადასხვა რაციონზე ინდივიდუალურად რეაგირებს.
წყარო: