რა არის ფიბრომიალგია?
ფიბრომიალგია არის დაავადება, რომელიც ხასიათდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტკივილით - ტკივილს თან ახლავს დაღლილობა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები, მეხსიერების დაქვეითება თუ გუნება-განწყობილების ცვლილება.
ხშირად, სიმპტომები ვლინდება ფიზიკური ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, ინფექციისა თუ ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ. სხვა კლინიკურ შემთხვევაში სიმპტომატიკა ეტაპობრივად, თანდათანობით ყალიბდება და ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
სტატისტიკის თანახმად, ფიბრომიალგიით უფრო ხშირად ქალები ავადობენ.
ამ დარღვევის პარალელურად მნიშვნელოვნად იზრდება თავის ტკივილის, შფოთვის, დეპრესიის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარების რისკი.
ფიბრომიალგიის სრული განკურნების მეთოდი უცნობია, თუმცა გარკვეული მედიკამენტებით სიმპტომების მართვაა შესაძლებელი. ცხოვრების წესის ცვლილებაც (რელაქსაცია, ვარჯიში) დადებითად აისახება პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.
სიმპტომები
ფიბრომიალგიის ძირითადი სიმპტომებია:
- ორგანიზმში ფართოდ გავრცელებული ტკივილი;
- დაღლილობა;
- შემეცნებითი უნარის დაქვეითება.
ფიბრომიალგიასთან ერთად ხშირად გვხვდება სხვა ისეთი პათოლოგიები როგორიცაა:
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- შაკიკი და სხვა ტიპის თავის ტკივილი;
- შფოთვა;
- დეპრესია;
- პოსტურალური ტაქიკარდიის სინდრომი და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/fibromyalgia/symptoms-causes/syc-20354780